You are here
დიპლომატიური კორპუსი თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებს მხდაჭერას უცხადებს მთავარი სამხედრო საქმე 

დიპლომატიური კორპუსი თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებს მხდაჭერას უცხადებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ  საქართველოში აკრედიტებულ ნატო-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატებს უმასპინძლა. გაფართოებულ შეხვედრაზე ლევან იზორიამ ელჩებსა და თავდაცვის ატაშეებს  სამინისტროში ბოლო ექვსი თვის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რეფორმების მიზანი, ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, ნატოსთან თავსებადი, თავდაცვის უნარიანი შეიარაღებული ძალების შექმნა და სრულყოფაა, რაც უწყებაში ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვის, ბიუროკრატიული აპარატის შემცირების, დუბლირებული ფუნქციების აღმოფხვრის და უფუნქციო საშტატო ერთეულების გაუქმების გზით უნდა განხორციელდეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა რეფორმების განხორციელების პროცესში ლევან იზორიას სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს. საქართველოში აშშ-ის…

Read More
„ე.წ. უფლებადამცველები ცდილობენ ღირსება შეულახონ ღირსეულ ადამიანებს“ (ვიდეო) მთავარი სამხედრო საქმე 

„ე.წ. უფლებადამცველები ცდილობენ ღირსება შეულახონ ღირსეულ ადამიანებს“ (ვიდეო)

უფლებადამცველი, ადვოკატი  ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ არასამთავრობოებისა და უფლებადამცველების ნაწილი იმისთვის, რომ იერიში მიიტანონ თავდაცვის სამინისტროზე ცალკეული პიროვნებების წინააღმდეგ ბინძურ კამპანიას აგორებენ. კობაიძეს ერთ-ერტ მაგალითად წლების მანძილზე თავდაცვის სამინისტროში მომუშავე თამარ კიკნაძე მოჰყავს და ამბობს, რომ ის ერთგულად ემსახურება სამშობლოს და მის წინააღმდეგ აგორებული სიცრუის კამპანია დასაგმობია.

Read More
ვეტერანთა სამსახური თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმას სრულ მხარდაჭერას უცხადებს მთავარი სამხედრო საქმე 

ვეტერანთა სამსახური თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმას სრულ მხარდაჭერას უცხადებს

თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ ვლადიმერ იმნაძეს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები  და სამომავლო თანამშრომლობაზე  შეთანხმდნენ. ლევან იზორიამ სტუმარს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი გაუზიარა და მისი მოსაზრებები მოისმინა. „მის მიერ, დადებითად იქნა შეფასებული, მოწონებული და მხარდაჭერილი რეფორმები, რომლებსაც ჩვენ თავდაცვის უწყებაში ვახორციელებთ. ჩვენ, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ვეტერანების მოსაზრებას. დავსახეთ თანამშრომლობის ძალიან კონკრეტული გეგმები. თავდაცვის სამინისტრო, მისი კომპეტენციის ფარგლებში, გააგრძელებს ინტენსიურ და აქტიურ თანამშრომლობას ვეტერანებთან“ – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. თავის მხრივ, ვლადიმერ იმნაძემ მინისტრს…

Read More
ვეტერანების ოჯახის წევრებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა მთავარი სამხედრო საქმე 

ვეტერანების ოჯახის წევრებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში ვეტერანთა ოჯახის წევრებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა შალვა ჯაბახიძემ და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ მოზარდებს შობა ახალი წელი მიულოცეს. ბავშვების განწყობაზე მსახიობებმა ნუგზარ კვაშალმა და ვახტანგ ტატიშვილმა, მომღერალმა დავით არჩვაძემ, ანსამბლ „დიდგორის“ პატარა მოცეკვავეებმა, ასევე ანიმატორებმა იზრუნეს. ღონისძიებას მსახიობი ზურა შარია უძღვებოდა. ვეტერანების შვილებსა და შვილიშვილებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. საქართველოს რეგიონებსა და თბილისში ვეტერანთა ოჯახის წევრებისთვის გამართულ საახალწლო ღონისძიებებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა გაუწია ორგანიზება.    

Read More
სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობას ახალი სარდალი ჰყავს მთავარი სამხედრო საქმე 

სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობას ახალი სარდალი ჰყავს

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობას ახალი მეთაური ჰყავს. დღეს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა შალვა ჯაბახიძემ სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე დასავლეთ სარდლობის პირად შემადგენლობას ახალი სარდალი, პოლკოვნიკი გიორგი მათიაშვილი წარუდგინა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. „ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ იმ რეფორმების განხორციელებას, რომელიც თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტითაა გათვალისწინებული საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების, სამხედრო დისციპლინის განმტკიცების კუთხით, რათა იმ ამოცანების წარმატებით განხორციელება შევძლოთ, რომელიც დასავლეთ სარდლობის მიმართულებით იქნება დასახული“, – აღნიშნა პოლკოვნიკმა გიორგი მათიაშვილმა პირად შემადგენლობასთან შეხვედრისას. დასავლეთ სარდლობის ქვედანაყოფების ხელმძღვანელობამ კი, ახალ სარდალს ტრანსფორმაციის პროცესში სრული მხარდაჭერა აღუთქვა. სახმელეთო…

Read More
ავღანეთში ქართველმა სამხედროებმა ქრისტეს შობის დღესასწაული აღნიშნეს მთავარი სამხედრო საქმე 

ავღანეთში ქართველმა სამხედროებმა ქრისტეს შობის დღესასწაული აღნიშნეს

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულმა საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის და ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების ოცეულის სამხედრო მოსამსახურეებმა შობის ბრწყინვალე დღესასწაული აღნიშნეს. საზეიმო წირვა-ლოცვა 32-ე ბატალიონის კაპელანმა, მამა დავით ბუტიკაშვილმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართველი მშიდობისმყოფელების მიერ მოწყობილ სალოცავში აღავლინა და პირადი შემადგენლობა დალოცა. საზეიმო წირვა-ლოცვას ქართველი სამხედრო მოსამსახურეების გარდა, სხვადასხვა ეროვნების სამხედრო და სამოქალაქო პირებიც დაესწრნე

Read More
ახალწვეულებმა ფიცი შინდისში აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან დადეს მთავარი სამხედრო საქმე 

ახალწვეულებმა ფიცი შინდისში აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან დადეს

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურის რიგებს დღეიდან 167 სამხედრო მოსამსახურე შეუერთდა. ახალწვეულებმა ფიცი შინდისში აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან დადეს. ფიცი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ ჩაიბარა. სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ სამსახურის წარმომადგენლებმა დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ფიცის დადება შინდისში უკვე მეორე წელია ხდება

Read More
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში გმირთა მემორიალი გაიხსნა მთავარი სამხედრო საქმე 

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში გმირთა მემორიალი გაიხსნა

კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში, საქართველოს მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გაიხსნა. მემორიალი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილმა გვირგვინით შეამკეს. ღონისძიებას საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის მეუღლე და შვილიც ესწრებოდნენ.  დაღუპულ მებრძოლთა მემორიალის გახსნის ცერემონიალის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი სერჟანტთა მომზადების ცენტრის ძირითადი და შუალედური სასწავლო კურსების გამოშვების ღონისძიებას დაესწრნენ, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა წარჩინებული კურსდამთავრებულები სერტიფიკატებით დააჯილდოვეს. ღონისძიების დასასრულს ლევან იზორიამ სამხედრო…

Read More
ჯაბახიძე: რეორგანიზაციის შედეგად სამხედროებს მიეცემათ  მეტი სტიმული წინსვლის საშუალებით, პირამიდა კი გასწორდება მთავარი სამხედრო საქმე 

ჯაბახიძე: რეორგანიზაციის შედეგად სამხედროებს მიეცემათ მეტი სტიმული წინსვლის საშუალებით, პირამიდა კი გასწორდება

თავდაცვის უწყების რესტრუქტურიზაციის ფარგლებში გენერალური შტაბის დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების, მეხუთე და პირველი ბრიგადების გაერთიანება იგეგმება. ამის შესახებ 2030.news-ს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის მოადგილემ, შალვა ჯაბახიძემ განუცხადა. მისივე თქმით, თავდაცვის უწყებაში რეორგანიზაციის მიზანია,  შემცირდეს საშტატო ერთეულები. „საშტატო ერთეულები წლების განმავლობაში გაიბერა და აუცილებელია, მოხდეს სტრუქტურული ერთეულების ოპტიმიზაცია. როცა ვსაუბრობთ შემცირებაზე, ჩვენ ვგულისხმობთ იმ საშტატო ერთეულებს, რომლებიც წლების განმავლობაში იზრდებოდა სხვადასხვა მიზეზების გამო. მაგალითად, გარკვეული პოლიტიკური ნიშნით ინიშნებოდა თანამშრომელი შეიარაღებულ ძალებში, ინიშნებოდა ნეპოტიზმის გათვალისწინებითაც და შესაბამისად, წლების განმავლობაში ძალიან გაიბერა ჩვენი სტრუქტურა. სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ მოგვეხდინა რეორგანიზაცია. რაც…

Read More
„სანამ იზორია და ჯანჯღავა იქნებიან თავდაცვის სანმინისტროში, ქვეყანას არასოდეს ეყოლება ბრძოლისუნარიანი ჯარი!“ მთავარი სამხედრო საქმე 

„სანამ იზორია და ჯანჯღავა იქნებიან თავდაცვის სანმინისტროში, ქვეყანას არასოდეს ეყოლება ბრძოლისუნარიანი ჯარი!“

  „მებრძოლ პატრიოტთა კავშირის“ თავმჯდომარე ემზარ ქვარიანი  ლევან იზორიას და ნიკოლოზ ჯანჟღავას საჯარო მიმართვას  უგზავნის: -„ბატონებო იზორია და ჯანჯღავა!  თქვენ ხართ ქვეყნის მტრები, დიახ, არ მეშინია ამ სიტყვის თქმა, რადგან ზუსტად შეგეფერებათ! იმის მაგივრად, რომ ჯარის გაძლიერებაზე იფიქროთ და იზრუნოთ, დაუმსახურებლად უშვებთ გამოცდილ სამხედროებს! ჯერ იყო დილეტანტმა თინა ხიდაშელმა დააქცია მთელი თავდაცვის სამინისტრო, ახლაა და დოქსო პულო იზორიამ და ვაი რეინჯერ სკოლა გავლილმა ჯანჯღავამ მოინდომეს კიდევ უფრო მეტად ჯარის შევიწროება. გაუშვეს  ჯარებიდან ომის ვეტერანებიც, ადამიანები, რომლებიც რაც ყველაზე ძვირფასი ჰქონდათ სიცოცხლეს სწირავდნენ ქვეყანას, გამოცდილი და მართლაც რომ ბრძოლაში გამობრძმედილი კადრები…

Read More