You are here
“გისურვებთ აგხდენოდეთ ოცნება და გეცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში!” მთავარი პოლიტიკა 

“გისურვებთ აგხდენოდეთ ოცნება და გეცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში!”

ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ბარბაქაძე სრულიად საქართვლოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. -” ძვირფასო თანამემამულენო! ქალბატონებო და ბატონებო! 26 მაისი განსაკუთრებული დღეა ჩვენს ისტორიაში. 1918 წლის 26 მაისს, აღსრულდა ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ოცნება და საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიდგინა. 26 მაისი პირველი ქართული რესპუბლიკის დაბადების დღეა. მართალია, 1918 წლის სახელმწიფომ მხოლოდ სამიოდე წელი გაძლო, მაგრამ მან წარუშლელი კვალი დატოვა ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარებაში – ეს იყო პირველი ქართული თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობის მცდელობა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ საყოველთაო სახალხო რეფერენდუმის შედეგად გამოაცხადა დამოუკიდებლობა და 70 წლიანი იძულებითი შესვენების შემდეგ კვლავ აღიდგინა სახელმწიფოებრიობა. ამ დღეს…

Read More
დუბლინის ცენტრში საქართველოს დროშა გამოიფინა მთავარი პოლიტიკა 

დუბლინის ცენტრში საქართველოს დროშა გამოიფინა

დუბლინის მერიისა და ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით დუბლინის ცენტრში 26 მაისისთვის საქართველოს დროშა გამოიფინა. თბილისი და დუბლინი უკვე სამი წელია დამეგობრებული ქალაქები არიან. ნანახია: 38

Read More
კონსულტაციები გენერალური აუდიტორის კანდიდატურასთან დაკავშირებით არ მქონია მთავარი პოლიტიკა 

კონსულტაციები გენერალური აუდიტორის კანდიდატურასთან დაკავშირებით არ მქონია

როგორც 22 მაისს თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა,   მასთან გენერალურ აუდიტორად დანიშნის თაობაზე კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია უარყო ირაკლი კობახიძემ და განაცხადა, რომ კონსულტაციები ამასათან დაკავშირებით არ ჰქონია. “რაც შეეხება ნარმანიას შესაძლო დანიშვნას, ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებების გაკეთება ნაადრევია. კონსულტაციები ამასათან დაკავშირებით არ მქონია. გენერალური აუდიტორის წარდგენა არის პარლამენტის თავმჯდომარის ექსკლუზიური პრეროგატივა. გადაწყვეტილება მიიღება მაშინ, როდესაც საჭირო იქნება კანდიდატის წარდგენა. ინფორმაციაც ამის შემდეგ გახდება ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის,” – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან. ნანახია: 91

Read More
მინდა, წინასწარ მოგილოცოთ ყველას ეს ძალიან დიდი დღესასწაული მთავარი პოლიტიკა 

მინდა, წინასწარ მოგილოცოთ ყველას ეს ძალიან დიდი დღესასწაული

გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი და ვფიქრობთ, სწორედ ეს არის მიზანი, რისთვისაც ჩვენ დღეს ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ. ხვალ არის დამოუკიდებლობის დღე. მინდა, წინასწარ მოგილოცოთ ყველას ეს ძალიან დიდი დღესასწაული. ჩვენმა ქვეყანამ საკმაოდ ეკლიანი გზა გაიარა, მაგრამ ვამაყობთ, რომ დღეს სწორი მიმართულებით მიდის. ვფიქრობთ, ვექტორი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ძალიან თანმიმდევრულად მიყვება, მიგვიყვანს იმ მიზნამდე, რისთვისაც არაერთმა ადამიანმა სიცოცხლე გაწირა და ყველაზე სანუკვარი, რაც ჰქონდა, თავის სამშობლოს შესწირა. ჩვენი მომავალი თაობებისთვის ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ცივილიზებული მსოფლიოს ღირსეული…

Read More
„მემარცხენე ალიანსმა“ სარეფერენდუმო კომისიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა მთავარი პოლიტიკა 

„მემარცხენე ალიანსმა“ სარეფერენდუმო კომისიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

„მემარცხენე ალიანსის” ლიდერებმა და პარტიის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ელზა ჯმუხაძემ დღეს საქალაქო სასამართლოში სარეფერენდუმო კომისიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. პარტიის ლიდერები ასაჩივრებენ სარეფერენდუმო კომისიის გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ მან არ დააკმაყოფილა პარტიის მოთხოვნა და სარეფერენდუმოდ მომზადებული საკითხი მიწების უცხოელებზე გასხვისების აკრძალვასთან დაკავშირებვით. ინიცირებული რეფერენდუმის მიხედვით თვითმმართველობის არჩევნებზე ბიულეტინს ერთი კითხვა უნდა დამატებოდა: უნდა გაიყიდოს თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები? „ჩვენ ვასაჩივრებთ სარეფერენდუმო კომისიის მოღალატეობრივ, უკანონო და ანტიქართულ გადაწყვეტილებას,  რომელიც მან ორი დღის წინ დახურულ კარს მიღმა მიიღო და არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა მიწების გასხვისების აკრძალვის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებასთან…

Read More
სააკაშვილის შემდეგ საგანელიძის „სინგაპურიზაცია“-“…წინააღმდეგი არ ვიქნები“ მთავარი პოლიტიკა 

სააკაშვილის შემდეგ საგანელიძის „სინგაპურიზაცია“-“…წინააღმდეგი არ ვიქნები“

საზოგადოებას კარგად ახსოვს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ნათქვამი ფრაზა-“საქართველოს განვითარების დაახლოებითი მოდელი არის სინგაპური”. ისიც ახსოვს, რომ „სინგაპურიზაციის“ გამო ექს-პრეზიდენტმა არა ერთი კრიტიკა დაიმსახურა და განსაკუთრებით დღევანდელი მმართველი გუნდის წევრების მხრიდან. ალბათ ისიც გვახსოვს რომ ითქვა-„სააკაშვილის დამთავრებისთანავე სინგაპურიზაციაც დასრულდა საქართველოშიო“, მაგრამ როგორც აღმოჩნდა „ნურას  უკაცრავად!“  სააკაშვილს მიმდევარიც გამოუჩნდა. როგორც თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელმა „საქმის კურსს“ განუცხადა, “თუ საქართველო სინგაპურიზაციისკენ წავა“ ის წინააღმდეგი არ იქნება. „საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის დავით საგანელიძის ინფორმაციით, საქართველოში ქსელური სასტუმროების აშენებით სინგაპურული კომპანიები დაინტერესდნენ. როგორც დავით საგანელიძემ პრესკონფერენციაზე სინგაპურში ვიზიტის შეფასებისას აღნიშნა, ის Hyland Holdings Pte Ltd და…

Read More
“მალე ქართველები სტუმრებად გადავიქცევით საკუთარ სამშობლოში”! მთავარი პოლიტიკა 

“მალე ქართველები სტუმრებად გადავიქცევით საკუთარ სამშობლოში”!

ჯუმბერ კირვალიძე პოლიტოლოგი -“1. არსებულმა ხელისუფლებამ საქართველოს კონსტიტუციაში მკაფიოდ უნდა ჩაწეროს, რომ ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო მიწები, საძოვრები, ტყის მასივები, მინერალური და მტკნარი წყლები, მდინარეები, ტბები და სხვა ბუნებრივი წიაღისეული უცხოელებზე, ანუ საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე პირებზე არ იყიდება! უცხოელი ინვესტორებისათვის, დასაშვებია მხოლოდ მათი მრავალწლიანი იჯარით აღება (5, 10, 25, 50 წლით.)! 2. რაც შეეხება, საქართველოში ბინადრობის უფლების და მოქალაქეობის მინიჭების წესს და კანონს, იგი რადიკალურად უნდა შეიცვალოს და გამკაცრდეს! კერძოდ, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოში ბინადრობის უფლების მოპოვებაზე განაცხადი შეუძლია გააკეთოს ნებისმიერმა უცხოელმა, რომელმაც 35 ათასი აშშ დოლარის ღირებულების კერძო საკუთრება შეიძინა…

Read More
ჩვენ გვაქვს პატივი და ამ ასამბლეაზე საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაცია იქნება მიღებული მთავარი პოლიტიკა 

ჩვენ გვაქვს პატივი და ამ ასამბლეაზე საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაცია იქნება მიღებული

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ და ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა ბრიფინგი გამართა „ხვალიდან თბილისში იწყება ნატოს საპარლამენტო ასამბლეა და შემდგომი ოთხი დღის განმავლობაში თბილისი ბრიუსელთან ერთად იქნება ნატოს პოლიტიკური ცენტრი, რაც არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის, პროგრესის, განვითარების, წარმატებების პირდაპირი აღიარება. ასევე აღიარება იმ დამოკიდებულებების, რაც ნატოს საქართველოსთან მიმართებაში გააჩნია“, – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ და ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა ბრიფინგზე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თბილისში გამართვასთან დაკავშირებით. ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, 2002 წლის შემდეგ საქართველო იქნება პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ნატოს საპარლამენტო ასამბლეას უმასპინძლებს. „ნატოს ისტორიაში, მხოლოდ…

Read More
„თქვე მართლა ქვეყნის გამყიდველებო, თქვენი სამშობლო ხო ფულია?!“ მთავარი პოლიტიკა 

„თქვე მართლა ქვეყნის გამყიდველებო, თქვენი სამშობლო ხო ფულია?!“

დავით საგანელიძის განცხადებას იხ. http://www.resonancedaily.com/index.php?id_rub=4&id_artc=36194 „ლეიბორისტული პარტიის“ ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნინო მეტრეველი ეხმიანება: -„ოლიგარქ ივანიშვილის ფავორიტი, 30 ათასლარიანი ხელფასის პატრონი საგანელიძე ფულზე ისეა გახამებული, რომ მაშინ როცა ქართული მიწის არგაყიდვას მოვითხოვთ ლამის მთელი ქვეყანა, 12 ათასი ჰა მიწის გადაცემას ითხოვს 49 წლით ჩინელებისთვის, ჩაის გააშენებენ და თავადვე იყიდიან, თურმე ქართული ჩაი ყველაზე ძვირად შეიძლება გაიყიდოსო. თქვე მართლა ქვეყნის გამყიდველებო, ქართული ჩაი რომ რომ მაღალი ხარისხისაა, ეს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს იცოდა ხალხმა, მერე ჩვენი უნიათობით და სიშტერით გავაჩანაგეთ შემოსავლის ეს მნიშვნელოვანი წყარო. როგორც თავად მაფიოზი საგანელიძე ამბობს (მის გარეშეც…

Read More
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატოს არაწევრ ქვეყანაში ასეთი მაღალი დონის ფორუმი ტარდება” მთავარი პოლიტიკა 

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატოს არაწევრ ქვეყანაში ასეთი მაღალი დონის ფორუმი ტარდება”

26-29 მაისს საქართველო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას მასპინძლობს. საქართველოს მთავრობის სხდომაზე, პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ამ საკითხის მნიშვნელობაზე ისაუბრა. “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატოს არაწევრ ქვეყანაში ასეთი მაღალი დონის ფორუმი ტარდება. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები მიიღებენ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციას. ვფიქრობთ, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის კიდევ ერთხელ მხარდაჭერისთვის, ასეთი ღონისძიების საქართველოში ჩატარება არის უაღრესად მნიშვნელოვანი,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ნანახია: 136

Read More