You are here
დონალდ რეიფილდი: ყველა გზა, რომელიც ჯადოსნურ საქართველოში მიდის კარგი და მიმზიდველია… კულტურა მთავარი 

დონალდ რეიფილდი: ყველა გზა, რომელიც ჯადოსნურ საქართველოში მიდის კარგი და მიმზიდველია…

მოსკოვში, წიგნის სახლში გაიმართა შეხვედრა ბრიტანელ ლიტერატურათმცოდნესთან, დონალდ რეიფილდთან. შეხვედრაზე რეიფილდმა ჩაატარა ლექცია საქართველოს ისტორიის შესახებ და წარადგინა მისი ახალი წიგნი „საქართველო“. დონალდ რეიფილდი: -„საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც მაგიდასთან ერთად სხედან ამერიკელი და ირანელი. საქართველო-ეს ის სახელმწიფოა, სადაც ყოველთვის იყო ეთნიკური ტოლერანტობა. 2 ათასი წელია იქ ერთად ცხოვრობენ ქართველები, აფხაზები, ოსები, ებრაელები, ბერძნები, ჩეჩნებიც კი და არ იყო კონფლიქტი მათ შორის. ეს ქვეყანა სხვადასხვა იმპერიის ცენტრია, უფრო სწორედ გზაჯვარედინი, სადაც მუდამ მწვანე ანთია და არ იცი რომელი გზა აირჩიო, რადგან ყველა გზა, რომელიც საქართველოში მიდის კარგი და მიმზიდველია. საქართველო…

Read More
ვულოცავთ-ქართველი „კავეენშიკები“ უმაღლესი ლიგის მომდევნო ეტაპზე ტრიუმფით გავიდნენ კულტურა მთავარი 

ვულოცავთ-ქართველი „კავეენშიკები“ უმაღლესი ლიგის მომდევნო ეტაპზე ტრიუმფით გავიდნენ

17 მარტს მოსკოვში „კავეენის“ საერთაშორისო უმაღლესი ლიგის თამაშები ჩატარდა, სადაც საქართველოს ნაკრებიც იღებდა მონაწილეობას. უმაღლეს ლიგაში მონაწილება 22-მა გუნდმა დაიწყო და აქედან 7 გუნდი ასპარეზობას გამოეთიშა. სასიხარულოა, რომ საქართველოს ნაკრები ბრძოლას აგრძელებს. ქართველების გამოსვლამ „მისალმების“ კონკურსში ჟიურის ყველა წევრისგან უმაღლესი ქულები დაიმსახურა, ხოლო მუსიკალურ ნომერში მხოლოდ ერთმა ჟიურის წევრმა აუწია ქართველებს უმაღლეს შეფასებაზე ერთი ქულით ნაკლები. საბოლოოდ „კავეენის“ საქართველოს ნაკრები ტრიუმფით გავიდა შემდგომ ეტაპზე და იმ 15 გუნდს შორის მოხვდა, რომლებიც შემდგომ ტურებში ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ. აღსანიშნავია, რომ ქართველმა „კავეენშიკება“ მაყურებელს სიურპრიზიც შესთავაზეს და სცენაზე რუსეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი არტისტი, ბალეტის…

Read More
ნანა მჭედლიძე-საოცარი იუმორის და დიდი სიყვარულის ქალბატონი (ვიდეო) კულტურა მთავარი 

ნანა მჭედლიძე-საოცარი იუმორის და დიდი სიყვარულის ქალბატონი (ვიდეო)

ქართველი რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი ნანა მჭედლიძე დღეს 91 წლის გახდებოდა.   დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1956 წელს  და სარეჟისორო ფაკულტეტი 1960 წელს. არის რეჟისორი ფილმებისა: “მოდის მატარებელი”, “აეროპორტი”, “გზაში”(1964), “ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება”(1967), “დიდედები და შვილიშვილები”(1969), “პირველი მერცხალი”(1975), “ნამდვილი თბილისელი”, “იმერული ესკიზები”(1979), “უკვდავების თეთრი ვარდი”(1985). არის ავტორი წიგნისა “მხიარული მოთხრობები”. მის მიერ შესრულებული როლები გულით შეიყვარა მაყურებელმა. გარდა რეჟისორობისა და მსახიობობისა, ნანა მჭედლიძე საკმაოდ კარგად წერდა. მისი მოთხრობები წლების განმავლობაში იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ–გაზეთებში. იგი არის მის მიერ გადაღებული რამდენიმე ფილმის სცენარის ავტორიც. 1981 წელს გამომცემლობა „მერანმა“ გამოსცა კრებული…

Read More
ქართული დოკუმენტური ფილმის გამარჯვება ჰოლივუდში (ვიდეო) კულტურა მთავარი 

ქართული დოკუმენტური ფილმის გამარჯვება ჰოლივუდში (ვიდეო)

ქართულმა ფილმმა “ღვინის ნულოვანი მერიდიანი” ჰოლივუდის დამოუკიდებელი დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე (HOLLYWOOD INTERNATIONAL INDEPENDENT DOCUMENTARY AWARDS) 5 ნომინაციაში გაიმარჯვა. საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ გადაღებულმა ფილმმა „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“ (Prime Meridian of Wine) ჰოლივუდის დამოუკიდებელი დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე (HOLLYWOOD INTERNATIONAL INDEPENDENT DOCUMENTARY AWARDS) 5 ნომინაციაში გაიმარჯვა. ნომინაციაში “საუკეთესო პროდიუსერი” – პრიზი შალვა ხეცურიანმა აიღო ნომინაციაში “საუკეთესო სცენარის ავტორი” – თამარ ბართაიამ ნომინაციაში “საუკეთესო რეჟისორი” – ნანა ჯორჯაძემ ნომინაციაში “საუკეთესო დამდგმელი ოპერატორი” – მიხეილ კვირიკაძემ ნომინაციაში “როლის საუკეთესო შემსრულებელი” – რევაზ ხეცურიანმა ფილმს უკვე რამოდენიმე ჯილდო აქვს მოპოვებული: ესპანეთში გამართულ ღვინის…

Read More
კურიოზი „ოსკარის“ დაჯილდოებაზე და ნამდვილი ოსკაროსანი ფილმი კულტურა მთავარი 

კურიოზი „ოსკარის“ დაჯილდოებაზე და ნამდვილი ოსკაროსანი ფილმი

2017 წლის „ოსკარის“ დაჯილდოვების 89-ე ცერემონიაზე ნომინაციაში „საუკეთესო ფილმი“ უმაღლესი კინო-ჯილდო ფილმმა „მთვარის შუქმა“ მიიღო. მოხდა კურიოზიც, პირველად ცერემონიის წამყვანმა საუკეთესო ფილმად „ლა-ლა-ლენდია“ დაასახელა, თუმცა როგორც გაირკვა მან შეცდომით სხვა კონვერტი გახსნა. ფილმი 8 ნომინაციაზეა წარდგენილი. სიუჟეტი ეხება მაიამელ ბიჭს, თუ როგორ იზრდება ის იმ სამყაროში, რომელსაც ნარკოტიკი და ფული მართავს. მას მოუწევს გადაიტანოს ოჯახური დრამა, მეგობრების ღალატი და მაინც იბრძვის თვითდამკვიდრებისთვის.   ნანახია: 4,785

Read More
ვაჟა მანია Made In New York Jazz Competition-ის ფინალისტი გახდა კულტურა მთავარი 

ვაჟა მანია Made In New York Jazz Competition-ის ფინალისტი გახდა

ქართველი მომღერალი ვაჟა მანია, რომელიც საზოგადოებამ „ჯეოსტარიდან“ გაიცნო ამერიკაში ამ დღეებში გამართული კონკურსის Made In New York Jazz Competition ფინალისტი გახდა. ამერიკული ცნობილი კოლეჯის „ბრეკლის“ სტუდენტი კონკურსზე მეგობრებთან  ერთად წარსდგა-პაპუნა შარიქაძე (ფორტეპიანო), გიორგი კაპანაძე (დასარტყამი ინსტრუმენტი), გიორგი კიკნაძე (კონტრაბასი) მათ შეასრულეს Bravo Records-ში ჩაწერილი კომპოზიცია, რომელიც სპეციალურად პროექტისთვის  «Made in New York Jazz» ჩაწერეს. ვულოცავთ ვაჟა მანიას გამარჯვებას და კიდევ მეტ წარმატებას ვუსურვებთ!     ნანახია: 322

Read More
სიცილის დედოფალი იუბილარია-ვულოცავთ ზეციურ საქართველოში (ვიდეო) კულტურა მთავარი 

სიცილის დედოფალი იუბილარია-ვულოცავთ ზეციურ საქართველოში (ვიდეო)

სიცილის დედოფალი მზია კვირიკაშვილი. მის სახელს და გვარს არანაირი ეპითეტის დამატება არ უნდა-ყველა იცნობდა, ყველას უყვარდა და ისიც სიყვარულს გასცემდა. მზია კვირიკაშვილის ხსენება და საკონცერტო დარბაზი ტაშით ინგრეოდა…ის წავიდა და დატოვა სახელი, რომელიც მუდამ ემახსოვრება საზოგადოებას. მზია კვირიკაშვილს ჩვენთვის იცხოვრა… მიჰყვა დინებას, თავზე მზის სხივთა ედგა კრებული, ისეთს იტყოდა – გაგაცინებდა, რჩებოდი დიდხანს გაღიმებული. თუმცა უდროოდ წავიდა ჩვენგან, სამარადჟამოდ ერში იცოცხლებს, მას დედოფალი სიცილის ერქვა, უხანგრძლივებდა ყველას სიცოცხლეს. ოთარ რურუა ნანახია: 247

Read More
ქართველების წარმატება-საქართველოს КВН -ის ნაკრები უმაღლეს ლიგაში გავიდა კულტურა მთავარი 

ქართველების წარმატება-საქართველოს КВН -ის ნაკრები უმაღლეს ლიგაში გავიდა

КВН -ის, სოჩის 27 საერთაშორისო ფესტივალზე 640 გუნდიდან 24 საუკეთესო გუნდში მოხვდა და საქართველოს КВН -ის ნაკრები უმაღლეს ლიგაში გავიდა. ქალაქ სოჭში დასრულდა „კავეენის“ ტრადიციული ფესტივალი, სადაც „ალექსანდრე მასლიაკოვი და კომპანია“, როგორც წესი, ანაწილებს მონაწილე გუნდებს სხვადასხვა ლიგებში. ამ ფესტივალზე გამოსვლის შედეგად წყდება ხოლმე რომელი გუნდები მიიღებენ მონაწილეობას უმაღლეს ლიგაში, რომელი პრემიერ-ლიგაში, რომელი კიდევ უფრო დაბალ ლიგებში და ასე შემდეგ. წელს სოჭის ფესტივალზე 640 გუნდი მონაწილეობდა და მათ შორის საქართველოდან ჩასული გუნდი 24 საუკეთესოში მოხვდა. „საქართველოს ნაკრებმა“ ფესტივალის ჟიურიზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და შედეგად, ქართველი „კავეენშიკების“ ეს თაობა უკვე…

Read More
ოთარ მეღვინეთუხუცესი იუბილარია-ვულოცავთ ზეციერ საქართველოში! (ვიდეო) კულტურა მთავარი 

ოთარ მეღვინეთუხუცესი იუბილარია-ვულოცავთ ზეციერ საქართველოში! (ვიდეო)

გენიალური მსახიობი ოთარ მეღვინეთუხუცესი დაიბადა 1932 წლის 16 იანვარს. არ გვეგულება არც დიდი და არც პატარა, მისი სახელი რომ არ იცოდეს და მისი ფილმები არ ქჰობდეს ნანახი. მრავალი პრემიის, ჯილდოს და პრიზების ლაურიატი, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში იყო გასტროლებზე და ყველგან დატოვა წარუშლელი კვალი. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1954 წელს. 1954-1967წწ. იყო კოტე მარჯანშვილის სახელობის თეატრისა და 1967-1975წწ. რუსთავის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი; 1975 წლიდან კვლავ მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია; 1995 წლიდან ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. კოტე მარჯანიშვილის დრამატული თეატრში შესრულებული როლები: ვეზირი(ნაზიმ ჰიქმეთი, “ლეგენდა სიყვარულზე”), გიჟი რევაზი(ილია ჭავჭავაძე “კაცია ადამიანი?!”), ქარიყლაპია(ვალერიან კანდელაკი, “მაია წყნეთელი”), ჩონთა(ვაჟა-ფშაველა “მოკვეთილი”), ლორდ ლეველი(უილიამ შექსპირი, “რიჩარდ…

Read More
სოხუმის თეატრი სასიხარულო ამბავს ზეიმობს კულტურა მთავარი 

სოხუმის თეატრი სასიხარულო ამბავს ზეიმობს

კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი განცხადებას ავრცელებს: ძვირფასო მეგობრებო, მას შემდეგ რაც ჩვენმა დასმა 1993 წელს იძულებით დატოვა სოხუმი, თბილისში დაიწყო მოღვაწეობა. 9 წლის განმავლობაში შეგვიფარა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმღვანელმა ბატონმა რობერტ სტურუამ და თეატრის დირექტორმა გია თევზაძემ. შემდეგ რამდენიმე წელი მარჯანიშვილის თეატრმა მიგვიღო. ლევან წულაძემ და ეკა მაზმიშვილმა საოცარი მასპინძლობა გაგვიწია. ამის შემდეგ სამეფო უბნის თეატრმა გამოგვიწოდა დახმარების ხელი, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ბატონ მერაბ და ნიკა თავაძეებს. შემდეგ ბატონმა ავთო ვარსიმაშვილმა შეგვიკედლა თავისუფალ თეატრში. 2013 წლიდან ირაკლი გოგიამ გაგვიღო ახმეტელის თეატრის კარი, სადაც დღემდე ვმართავთ წარმოდგენებს. უღრმესი…

Read More