You are here
ქართული ღვინის პრეზენტაცია სტოკჰოლმში ეკონომიკა მთავარი 

ქართული ღვინის პრეზენტაცია სტოკჰოლმში

ღვინის ეროვნული სააგენტოს, შვედეთი-საქართველოს სავაჭრო პალატის, შვედეთის სამეფოში საქართველოს საელჩოსა და ქართული ღვინის კომპანიების მხარდაჭერით სტოკჰოლმში, ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა. ღონისძიება ემსახურებოდა ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას, შვედეთის ღვინის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციას,  ადგილობრივ მომხმარებელში და პროფესიონალებში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას. ღონისძიებას შვედეთის სასტუმროებისა და რესტორნების მფლობელები, ღვინის იმპორტორები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ქართულმა ღვინომ სტუმრებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა, რის გამოც, მათმა ნაწილმა გადაწყვიტა გაზაფხულზე პირადად ეწვიოს საქართველოს და ადგილზე გაეცნოს ქართული ღვინის კულტურასა და ღვინის კომპანიების საქმიანობას. შვედეთის სამეფოს დედაქალქში გამართული დეგუსტაცია საფუძველს უდებს სკანდინავიის ქვეყნებში ქართული ღვინის პოპულარიზაციის…

Read More
საქართველოში არაბული პროექტების რიცხვი იზრდება ეკონომიკა მთავარი 

საქართველოში არაბული პროექტების რიცხვი იზრდება

არაბული  სახელმწიფო საქართველოში ინვესტირებით არის დაინტერესებული. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან საუბარში აბდულაფიტ ბინ რიშად ალ ზაიანიმ განაცხადა. კავშირში, რომელსაც საქართველოში ინვესტიციის ჩადება სურს შედის 6 სახელმწიფო-ბახრეინი, კატარი, კუვეიტი, ოაე, ომანი და საუდის არაბეთი. შეხვედრაზე ისაუბრეს კავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე სხვადასხვა სფეროში. სხვათაშორის, სწორედ არაბულ ინვესტიციებს უკავშირდება თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე სასტუმრო „საქართველოს“ ადგილზე არაბული ბრენდის La Verda-ს სასტუმრო აშენება, სადაც ამჟამად აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ. იხ.ლინკი http://www.geomediatv.ge/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%A0%E1%83%9D-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%A1/  ქართულ-არაბული პროექტი – მინი ქალაქი SAGURAMO GARDENS, რომელიც  თბილისის მახლობლად შენდება. იხ.ლინკი http://www.geomediatv.ge/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9E%E1%83%A0/       ნანახია: 158

Read More
ფასების ზრდა ნავთობპროდუქტებზე ხდება ხელოვნურად!-რასთან გვაქვს საქმე… ეკონომიკა მთავარი 

ფასების ზრდა ნავთობპროდუქტებზე ხდება ხელოვნურად!-რასთან გვაქვს საქმე…

“დღეს ბაზარზე იყიდება ის პროდუქტები, რომელიც საქართველოში აქციზის გაზრდამდეა შემოტანილი”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომისტმა, ლევან კალანდაძემ განაცხადა. ეკონომისტი თვლის, რომ ფასების ზრდასთან დაკავშირებით, დამატებითი მოკვლევის ჩატარებაა საჭირო, თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ლევან კალანდაძეს მიაჩნია, რომ ქვეყანაში ფასები არაადეკვატურად იზრდება. „ინფლაციური ტენდენციები, ამ მიდგომებით, შესაძლოა, მთელი წლის მანძილზე გაგრძელდეს, ეს კი იქნება მძიმე მოსახლეობისთვისაც და ბიზნესისთვისაც, საქართველოში ფასები არაადეკვატურად იზრდება ნავთობპროდუქტებზე. კონკურენციის სააგენტომ უნდა ჩაატაროს კვლევა, რასთან გვაქვს საქმე, რადგან დღეს ბაზარზე იყიდება ის პროდუქტები, რომელიც საქართველოში აქციზის გაზრდამდეა შემოტანილი. ფასების ზრდა ნავთობპროდუქტებზე ხდება ხელოვნურად“ – განაცხადა ლევან…

Read More
კანონში ცვლილებაა  – ავანსი დაიბეგრება დღგ-თი ეკონომიკა მთავარი 

კანონში ცვლილებაა – ავანსი დაიბეგრება დღგ-თი

გავრცელებული ინფორმაცია, რომ  ავანსი დაიბეგრება დღგ-თი შემოსავლების სამსახურის უფროსმა, გიორგი თაბუაშვილმა დაადასტურა. მისი თქმით, კანონში ცვლილება უკვე განხორციელებულია. -„აღნიშნული ცვლილება ევროკავშირთან აღებული ვალდებულებების პროცესში განხორციელდა. რაც შეეხება ბიზნესის ბრალდებებს, რომ მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ აღნიშნულთან დაკავშირებით და მხოლოდ წინასაახალწლოდ გაიგეს, ზუსტად დადგენილი არ არის, შეიძლება ზოგს მეტი ინფორმაცია ჰქონდა, ზოგს ნაკლები“-განაცხადა თაბუაშვილმა. ავანსის დღგ–თი დაბეგვრის გამო ბიზნესის პრეტენზიები ცნობილი არ იყო ეკონომიკის მინისტრისთვისაც. როგორც გიორგი გახარია ამბობს, ის მზად არის მოისმინოს პრეტენზიები და გაითვალისწინოს ისინი. იხ. ლინკი http://www.geomediatv.ge/%e1%83%92%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%92%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%94-%e1%83%90%e1%83%a0-%e1%83%95%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%9d/     ნანახია: 232

Read More
ლარის კურსი 26 იანვარს ეკონომიკა მთავარი 

ლარის კურსი 26 იანვარს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ხვალ 26 იანვარს ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6922 ლარი იქნება. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.6891 ღირდა. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებით 0.0031-ით გაუფასურდა. ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 2.8941 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 2.8867 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0074- ით გაუფასურდა. ნანახია: 160

Read More
რუსეთი ბაზრებისთვის ომსაც კატასტროფულად აგებს ეკონომიკა მთავარი 

რუსეთი ბაზრებისთვის ომსაც კატასტროფულად აგებს

დავით ნებიერიძე ეკონომიკის ექსპერტი როდესაც რუსეთის ეკონომიკის დღევანდელ ვითარებაზე ვსაუბრობთ, ძალაუნებურად ძირითად აქცენტებს ვაკეთებთ ენერგომატარებლების მსოფლიო ფასებზე და ამ კომპონენტში რუსეთის შემოსავლების მნიშვნელოვან კლებაზე. აღნიშნული კი გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ნავთობზე ფასების ზეობის ეპოქაში ვერ მოახერხა, არც კი ინება მოეხდინა ქვეყნის ეკონომიკის დივერსიფიცირება და რუსეთი დღემდე წაროადგენს ერთ დიდ ბენზინგასამართ სადგურს. თუმცა, კეთილდღეობის პერიოდში რუსეთმა იმხელა შემოსავლები მიიღო, რომ საკუთარი ეკონომიკის დივერსიფიცირებას კი არა, არამედ მარსის სრულ კოლონიზაციას მოახერხებდა. მაგრამ, მოდით ისევ რუსეთის დღევანდელი შემოსავლების საკითხს დაუბრუნდეთ: მართალი ვართ როდესაც ვამბობთ, რომ რუსეთის მომავალი და პუტინის ხელისუფლების კეთილდღეობა…

Read More
საბანკო სექტორი მზად არის გალარების პროგრამის ხარვეზების გარეშე მომსახურებისთვის ეკონომიკა მთავარი 

საბანკო სექტორი მზად არის გალარების პროგრამის ხარვეზების გარეშე მომსახურებისთვის

სესხების გალარების სამთავრობო პროგრამა 17 იანვარს დაიწყო და ორი თვეს გაგრძელდება. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მათ, ვინც უძრავი ქონების უზრუნველყოფით აშშ დოლარში საბანკო სესხი 2015 წლის 1-ელ იანვრამდე აიღო. გარდა ამისა, მისი წლიური შემოსავალი 2015 წლისათვის 100,000 ლარზე მეტი არ უნდა იყოს,  სესხის ნარჩენი ორდენობა კი 100,000 აშშ დოლარს არ უნდა აღემატებოდეს. მაქსიმალური თანხა, რომელსაც გალარება შეეხება, 40,000 აშშ დოლარია. როგორც საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი  ზურაბ გვასალია აცხადებს, უკვე  100-ზე მეტმა საკუთარი სადოლარე სესხი გაალარა. საშუალო პროცენტი, რომელიც გალარებისას დაფიქსირდა, 10-11 პროცენტია. “ვფიქრობთ, გალარების პროგრამით პოტენციური მონაწილეების მაქსიმალური რაოდენობა ისარგებლებს….

Read More
ფინანსთა მინისტრის მოადგილის რჩევები გალარების პროგრამასთან დაკავშირებით ეკონომიკა მთავარი 

ფინანსთა მინისტრის მოადგილის რჩევები გალარების პროგრამასთან დაკავშირებით

17 იანვრიდან საქართველოში იპოთეკური სესხების გალარების ერთჯერადი პროგრამა იწყება. პროცესთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა ამბობს, რომ პროგრამაში მონაწილეობით მსესხებელი საკუთარი დოლარში არსებულ სესხის ლარში გადაყვანას შეძლებს შეღავათიანი პირობებით და არ გადაიხდის წინსწრებით დაფარვის საკომისიოს. მისივე თქმით ბანკის პროცენტი იქნება საბაზრო და თუკი მისი მომსახურე ბანკის პირობები მსესხებელს არ დააკმაყოფილებს, მას შეეძლება სათანადო ხელშეკრულება იმ საფინანსო ორგანიზაციაში გააფორმოს, რომელიც მის ინტერესებს უკეთ დააკმაყოფილებს. გალარების პროგრამა მას არ შეზღუდავს პარტნიორი ბანკის არჩევაში. დღეის მდგომარეობით, ლარით გაცემული ცვლად პროცენტიანი იპოთეკური სესხების საბაზრო პროცენტი 10%-ის ფარგლებშია. დღევანდელი პირობებით, აღნიშნული პროცენტის გაზრდა მოსალოდნელი…

Read More
გიორგი გახარია: მე არ ვიცოდი ბიზნესის პრეტენზიები… ეკონომიკა მთავარი 

გიორგი გახარია: მე არ ვიცოდი ბიზნესის პრეტენზიები…

ეკონომიკის მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ავანსის დღგ-თი დაბეგვრის გამო დეველოპერებს, შესაძლოა, გარკვეული პრობლემები შეექმნათ, რასაც ხელისუფლება განიხილავს. როგორც გიორგი გახარიამ “ბიზნესკონტრაქტის” კითხვის კომენტირებისას განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები ძალაში შესულია, მთავრობა მზადაა, მოისმინოს ბიზნესის პრეტენზიები და გაითვალისწინოს ისინი. “ბიზნესს ავანსის დაბეგვრის მექანიზმის შეცვლასთან დაკავშირებით თუ აქვს სერიოზული პრობლემები და პრეტენზიები, მოვისმენთ და გავითვალისწინებთ. მე არ ვიცოდი ბიზნესის პრეტენზიები. ვიცოდი ჩემი ყოფილი ფუნქციებიდან გამომდინარე, რომ არის ბიზნესები, რომელთა განვითარებისთვისაც ავანსის დაბეგვრა ან არდაბეგვრა მნიშვნელოვანი არგუმენტია. მეორე მხრივ, არიან მათი მომხმარებლები, რომელთათვისაც ავანსის დაბეგვრის ან არდაბეგვრის მექანიზმი მნიშვნელოვანი რისკის შემცველია. არ…

Read More
“კალაძემ ფაქტიურად მიჰყიდა გაზპრომს გაზსადენი და საქართველოსთვის მავნებლური შეთანხმება გააფორმა” ეკონომიკა მთავარი 

“კალაძემ ფაქტიურად მიჰყიდა გაზპრომს გაზსადენი და საქართველოსთვის მავნებლური შეთანხმება გააფორმა”

  საქართველო ორწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და დაეთანხმა “გაზპრომის” მოთხოვნას გატარებული ბუნებრივი აირის სანაცვლოდ ნედლეულის ნაცვლად ფულადი ანაზრაურების მიღებას. ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეკონომიკის ექსპერტი დავით ნებიერიძე გამოეხმაურა: -„ბიძინამ ფაქტიურად მიყიდა გაზსადენი რუსებს. ქართული მედია სივრცე მთლიანად ამოდებული აქვს იღლიაში ივანიშვილს. საკმარისია ნიუსების დალაგების რიგითობას გადახედოთ და მიხვდებით, რომ საბჭოთა კავშირამდე ბევრი არაფერი გვიკლია.  1. პლანის ბუჩქები გირჩის ოფისში 2. მთავრობის სხდომაზე მთავარ თემად განიხილება პრობლემა, რომ ქართველ ბიჭებს ბორდელებში არ უშვებენ და დისკრიმინაცია უნდა აღმოვფხვრათო.  3. გრეჩიხების მოდგმის სენტიმენტური გრძნობების განხილვა. 4. 5. და ა.შ. და მხოლოდ ბოლოში, ისიც გაკვრით…

Read More