You are here
დაბრუნებაც, მისალმებაც, მიძღვნაც – 10 ივნისს, შეხვედრა ნუკრი კაპანაძეთან მთავარი ხელოვნება 

დაბრუნებაც, მისალმებაც, მიძღვნაც – 10 ივნისს, შეხვედრა ნუკრი კაპანაძეთან

დაბრუნებაც, მისალმებაც, მიძღვნაც – ყველასთვის მონატრებული მომღერალი ნუკრი კაპანაძე მსმენელს უბრუნდება. 10 ივნისს კლუბ „Number 13”-ში მომღერალი მსმენელის წინაშე მონატრებულიმ თუმცა მაინც განსხვავებული რეპერტუარით წარსდგება.  „შეხვედრა ნუკრისთან“ – ასე ერქმევა საღამოს, სადაც მონატრებული მსმენელი ნუკრი კაპანაძეს მოუსმენს. „კლუბში სიმღერა ზოგადად ძალიან საინტერესოა. მიყვარს, როდესაც მაყურებელი ახლოს არის შენთან. ჩემი ახალი რეპერტუარი ითხოვს მაყურებლის სიახლოვეს, რომელსაც ელაპარაკები და თვალებში უყურებ“, – განაცხადა ნუკრი კაპანაძემ. მომღერალი მაშინ არის ბედნიერი, როცა მათთვის მღერის, ვისაც მოსწონს და უყვარს, ვისაც ენატრება მისი სიმღერა. შემოქმედისთვის მთავარია იხარჯებოდეს მათთვის, ვინც თვითონაც ასევე უყვარს და ნუკრი კაპანაძე ახლა,…

Read More
“და ქუდს გიხდის საქართველო, კონსტანტინე ბატონო!..” მთავარი ხელოვნება 

“და ქუდს გიხდის საქართველო, კონსტანტინე ბატონო!..”

1893 წლის 15 მაისს დაიბადა დიდი ქართველი მწერალი კონსტანტინე გამსახურდია. “მცეხთის ქალაქს მირონი დუღს” შოთა ნიშნიანიძე “მცეხთის ქალაქს მირონი დუღს”, მზის და ვაზის მირონი, ბებერ ქვებში ღაღადებენ საქმენი საგმირონი. იღაღადეთ, ფუძის ქვანო, ქვანო საგუმბათონო, მცხეთას ხომ არ მიბრძანდებით, კონსტანტინე ბატონო. ბულბულს როგორ არ ესტვინა იბერიის ბაღთათვის, არ მოევლო პალესტინა, კილიკია, ბაღდათი. მოიარე საქართველო მეროჭიკე ბერივით, მოიძიე მონასტრები ჟამით გადაბელილი. მკათათვეში თრიალეთზე ცაა უკაბადონო, იქნებ კვეტარს ესტუმრებით, კონსტანტინე ბატონო! ვით დაჭრილი მეციხოვნე ჭირის ოფლგადასხმული, დიდოსტატის მარჯვენაზე გისვენია წარსული. გადმოდგება ქართულ მთებზე დილა საიადონო და ქუდს გიხდის საქართველო, კონსტანტინე ბატონო. ნანახია: 168

Read More
ვულოცავთ – გიორგი შენგელაია 80 წლის გახდა (ფილმი) მთავარი ხელოვნება 

ვულოცავთ – გიორგი შენგელაია 80 წლის გახდა (ფილმი)

ქართველი რეჟისორი და მსახიობი, უამრავი ჯილდოს მფლობელი გიორგი შენგელაია იუბილარია. ის 80 წლის გახდა. (1937) ვულოცავთ რეჟისორს იუბილეს და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ. ჩვენ კი ერთად გავიხსენოთ ქართველი ვარსკვლავების მონაწილეობით შესანიშნავი ფილმი „რაც გინახავს ვეღარ ნახავ“ ნანახია: 465

Read More
თბილისის კონსერვატორია 100 წლისაა მთავარი ხელოვნება 

თბილისის კონსერვატორია 100 წლისაა

ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში თბილისის უმაღლესი სამუსიკო სასწავლებლის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მუსიკალური ფესტივალი გაიხსნა. კონსერვატორიის დიდ დარბაზში გამართულ  ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია,  მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი,  კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია და  თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი დაესწრნენ. საიუბილეო ღონისძიება კონსერვატორიის რეაბილიტირებულ ისტორიულ შენობაში ჩატარდა. გრიბოედოვის ქუჩა N8/10-ში მდებარე შენობის რეაბილიტაცია  თბილისის მერიის დავალებით თბილისის განვითარების ფონდმა განახორციელა. სამუშაოები პროექტ „ახალი ტფილისის“ ისტორიულ-კულტურული ძეგლების და სხვა შენობების რეკონსტრუქციის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. აღდგენითი სამუშაოების ფარგლებში სრულად აღდგა ისტორიული შენობის ფასადზე არსებული ნაძერწი დეტალები და ქანდაკებები.  რესტავრაცია…

Read More
განუმეორებელი დოდო აბაშიძე იუბილარია-ვულოცავთ ზეციურ საქართველოში! (ფილმი) მთავარი ხელოვნება 

განუმეორებელი დოდო აბაშიძე იუბილარია-ვულოცავთ ზეციურ საქართველოში! (ფილმი)

რასაც კვირტები დაივიწყებენ, იმას ფესვები იმახსოვრებენ-დოდო აბაშიძე, კაცი, რომელიც დააკლდა საქართველოს. 1949–1956 წლებში მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, სადაც ითამაშა 20–ზე მეტ პიესაში. პეპო(გ. სუნდუკიანის “პეპო”), როლერი(ფ. შილერის “ყაჩაღები”), გიორგი(ი. ჭავჭავაძის “ოთარაანთ ქვრივის” მიხედვით), გოდუნი(ბ. ლავრენიევის “რღვევა”) და სხვ. 1956 წლიდან იყო კინოსტუდია  “ქართული ფილმის” მსახიობი. კინოში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ბიჭიკო(“ჭრიჭინა”, 1954), აბდუშაჰილი(“ბაში–აჩუკი”, 1956), უშანგი(“მე ვიტყვი სიმართლეს”, 1957), დღვირა(“თეთრი ქარავანი”, 1963), ალუდა(“ხევსურული ბალადა”, 1965), ომარ მარღანია(“მაცი ხვიტია”, 1966), სოსანა(“დიდი მწვანე ველი”,1967), ბაჩუა(“ტარიელ გოლუა”, 1968), თავადი გენერალი ვამეხ ვახვარი(“არ იდარდო”! 1968), მამამზე ერისთავი(“დიდოსტატის მარჯვენა”, 1969), ალექსანდრე(“სინათლე ჩვენს ფანჯრებში”,1969), გუჯა(“მეზობლები”, 1970), ნიკო(“როცა აყვავდა…

Read More
სიახლე! პირველად თბილისში-“ძალიან საინტერესო და სასიამოვნო დღეები გველოდება წინ!!!” მთავარი ხელოვნება 

სიახლე! პირველად თბილისში-“ძალიან საინტერესო და სასიამოვნო დღეები გველოდება წინ!!!”

ევროპის ბევრ ქვეყანაში საკმაოდ პოპულარპბით სარგებლობს მოყვარულთა თეატრი, სადაც სამსახურის შემდეგ ყველა პროფესიის და ასაკის ადამიანი მიდის და თავის ოცნებას ისრულებს. თბილისში ასეთი თეატრი ჯერ არ არის, თუმცა, როგორც გავიგეთ მალე ჩვენც მოგვეცემა შესაძლებლობა გვქონდეს მოყვარულთა თეატრი. სავსებით შესაძლებელია თეატრში ექიმიც მივიდეს, პოლიტიკოსიც, მუშაც და მინისტრიც, რომელთაც უყვართ თეატრი, სურთ სპექტაკლში მონაწილეობა მიიღონ და რაც მთავარია-უბრალოდ განიტვირთონ და ცოტა ხნით მაინც სხვა საქმეზე გადაერთონ. ეს იდეა საბავშვო თეატრ-სტუდია მაჩაბელას ხელმძღვანელს, მამუკა ლომაშვილს დაებადა. როგორც თავად გვითხრა, ამერიკიდან ჩამოსვლის შემდეგ სულ ფიქრობს ამ საკითხზე და გადაწყვიტა უკვე მიღებაც დააანონსოს. უფრო ვრცლად…

Read More
“ახლა სიჩუმეა, სევდაზეა შეყვარებული პოეზია” – ლამაზი საღამო ბათუმში მთავარი ხელოვნება 

“ახლა სიჩუმეა, სევდაზეა შეყვარებული პოეზია” – ლამაზი საღამო ბათუმში

 22 აპრილს, ქ.ბათუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, მემედ აბაშიძის #49, პოეზიის საღამო- “ახლა სიჩუმეა, სევდაზეა შეყვარებული პოეზია” გაიმართება. მაყურებელი მოისმენს  თეა ჯიქიძისა და ზურაბ ნემსაძის შემოქმედებას. საღამოზე დასწრება თავისუფალიაა. დასაწყისი-17:00 ვინ არიან თეა და ზურა? ჩვენ ისინი უკვე გავაცანით საზოგადოებას და ვინც ჯერ კიდევ არ იცნობს, შეგიძლიათ იხილოთ მასალა: http://www.geomediatv.ge/%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%A4/ ზურას კი გაიცნობთ: http://www.geomediatv.ge/%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%94%E1%83%97-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%94/ საღამოზე მისული მაყურებელი მოისმენს თამთა მეგრელიშვილის (თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველი გენდერული პოლიტიკის საკითხებში) შემოქმედებასაც. როგორც თამთა ამბობს, თუ ჩასვლა ვერ მოახერხა, ვიდეო-ვერსიებით წარსდგება დამსწრე საზოგადოების წინაშე. წარმატებები ამ ნიჭიერ ახალგაზრდებს!   ნანახია: 331

Read More
ელენე ახვლედიანის თოვლიანი აპრილი (ვიდეო) მთავარი ხელოვნება 

ელენე ახვლედიანის თოვლიანი აპრილი (ვიდეო)

ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, საქართველოს სახალხო მხატვარი, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურიატი ელენე ახვლედიანი 1901 წლის 18 აპრილს დაიბადა.  თენგიზ ვერულავა იგი დაიბადა აპრილის თვეში, როცა ლურჯია გაზაფხული. თუმცა, იმ დღეს ბარდნიდა თელავში, თოვდა თეთრი სითეთრე აპრილის ციდან. ძველნი ამბობენ: თოვლიან აპრილს იშვიათნი იბადებიანო. იგიც გამორჩეული ქართველი იყო. მისი დათოვლილი ხედები კი –  მამულის ტფილი ხატები. ელენე ახვლედიანი საკუთარი ნამუშევრების გამოფენებს ხშირად საკუთარ სახელოსნოში აწყობდა. აქვე იმართებოდა შემოქმედებითი საღამოები და კონცერტები, უკრავდნენ ცნობილი პიანისტები ჰეინრიხ ნეიჰაუზი, სვიატოსლავ რიხტერი და სხვები. ელენე ახვლედიანის სახელოსნო სხვა ცნობილი ქართველი მხატვრების…

Read More
დღეს რამაზ გიორგობიანის დაბადების დღეა-ვულოცავთ ზეციურ საქართველოში (ფილმი) მთავარი ხელოვნება 

დღეს რამაზ გიორგობიანის დაბადების დღეა-ვულოცავთ ზეციურ საქართველოში (ფილმი)

ნიჭიერი მსახიობი და რეჟისორი რამაზ გიორგობიანი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბოლო ნამუშევრის, ფილმის “მორევის” პრემიერა მისი გარდაცვალების შემდეგ შედგა. ოჯახის წევრები ამბობენ, ამ ფილმზე დარდმა მოუსწრაფა სიცოცხლეო. ეკრანზე განსახიერებული მისი ყველა პერსონაჟი თითქოს ღრმა სევდას ატარებდა, თავადაც ასეთი იყო – ფიქრიანი და სევდიანი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1971 წელს; შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი 1979 წელს. გადაიღო სადიპლომო მხატვრული ფილმი – “მეუღლე მარო, ძმისწულები კაკო და შოთა”(1979); სატელევიზიო მხატვრული ფილმი – “თითქმის ორი თვე”(1980); სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი – “მოდი ვილაპარაკოთ”(1986); გადაღებულია ფილმებში: “გიორგობისთვე”(1966), “ქოლგა”(1967), “სერენადა”(1969), “ადამი…

Read More
პირველი ფილმის პრეზენტაცია 122 წლის წინ (ვიდეო) მთავარი ხელოვნება 

პირველი ფილმის პრეზენტაცია 122 წლის წინ (ვიდეო)

სწორედ 22 მარტს, 1895 წელს ძმებმა ლუმიერებმა  (Auguste 1862 – 1954  and Louis Lumière 1864 – 1948) პირველი ფილმის პრეზენტაცია მოახდინეს.  ნანახია: 535

Read More