You are here
„ჰიტლერი აირჩია ხალხმა, მერე მან ქვეყანა გაანადგურა…“ მთავარი უცხოეთი 

„ჰიტლერი აირჩია ხალხმა, მერე მან ქვეყანა გაანადგურა…“

რომის პაპმა ფრანცისკმა გაზეთ El Pais-თან ინტერვიუს დროს დასმულ კითხვაზე-შეშფოტებულია თუ არა ის პოპულიზმით ევროპასა და ამერიკაში-განაცხადა: -„კრიზისი სძლევს შიშს, განგაშს. ჩემი აზრით ევროპული პოპულიზმის საუკეთესო მაგალითია 1933 წლის გერმანია. გერმანია დანგრეულია, ის უნდა აღდგეს, დაიწყოს ყველაფერი ნულიდან, მოახდინოს საკუთარი იდენტიფიცირება, იპოვოს ლიდერი-აი, ასეთ დროს გამოჩნდა ახალგაზრდა ჰიტლერი და განაცხადა-„ეს მე შემიძლია!“-და გერმანელებმა მისცეს ხმა, აირჩიეს ლიდერად. ჰიტლერს არ დაუპყრია, არ მიუტაცებია ხელისუფლება, ხალხმა მისცა ხმა, ხალხმა აირჩია, რის შემდეგაც მან ქვეყანა გაანადგურა“-განაცხადა პაპმა.

Read More
ტრამპის ინაუგურაციის დროს დაკავებულება 10 წლით პატიმრობა ემუქრებათ მთავარი უცხოეთი 

ტრამპის ინაუგურაციის დროს დაკავებულება 10 წლით პატიმრობა ემუქრებათ

CBS News-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დროს დაკავებულ პროტესტანტებს ბრალი მასობრივი არეულობის მოწყობასა და მონაწილეობაში ედებათ. როგორც  პროკურატურაში აცხადებენ, 20 იანვარს დაკავებულია 230 პროტესტანტი. მუხლი, რომლითაც პროტესტანტები დააკავეს, ითვალისწინებს 10 წლით პატიმრობას და ჯარიმას 25 ათასი დოლარის ოდენობით. დაკავებულების სასამართლო პროცესი თებერვალში გაიმართება. ამ დრომდე კი დაკავებულების უმრავლესობა გირაოს გარეშე დატოვებენ საკანს. ყველა დაკავებული ინაუგურაციის მსვლელობისას ვაშინგტონის ცენტრში დააკავეს.

Read More
„ქალების მარში“ მსოფლიოს ედება (ფოტო-კოლაჟი) მთავარი უცხოეთი 

„ქალების მარში“ მსოფლიოს ედება (ფოტო-კოლაჟი)

აშშ-ს ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მიმართული „ქალების მარში“ მსოფლიოს ედება და სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. ბერლინი, პარიზი, რომი, ვენა, ჟენევა, ამსტერდამი, ნაირობი, სიდნეი, მელბური, ტოკიო – „ქალების მარში“  მსოფლიო მაშტაბებს კრეფს.  მსახიობი სკარლეტ იოჰანსონი „ქალების მარშზე“ ვაშინგტონში  მსახიობი ჯეიკ ჯიპერხონი „ქალების მარშზე“ ვაშინგტონში ქალების მარში კენიაში ბოსტონის მერი მარტინ ვოლში -ქალების მარში ბოსტონში  ბრაზილია

Read More
თეთრი სახლი პასუხს მოსთხოვს მედიას, რომლის რეპორტაჟებსაც არასწორად მიიჩნევს მთავარი უცხოეთი 

თეთრი სახლი პასუხს მოსთხოვს მედიას, რომლის რეპორტაჟებსაც არასწორად მიიჩნევს

აშშ-ს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესმდივანმა შონ სპაისერმა განაცხადა, რომ „თეთრი სახლი იმ მედიის პასუხისმგებლობას დააყენებს, რომლის სიუჟეტებსაც არასწორად მიიჩნევენ“. -„ჩვენ პასუხს მოვთხოვთ მედიას, რომლებმაც შეგნებულად გააკეთეს არასწორი რეპორტაჟები დონალდ ტრამპის ინაუგურაციიდან“-განაცხადა თეთრი სახლის ბრიფინგის დარბაზში პირველად გამოჩენილმა სპაისერმა. მან განსაკუთრებით „უპასუხისმგებლო და აღმაშფოთებელი“  უწოდა რეპორტიორის ინფორმაციას, რომლის თანახმად ოვალური კაბინეტიდან გაიტანეს აფროამერიკელების უფლებებისთვის მებრძოლის მარტინ მიუტერ კინგის ბიუსტი. სპაისერის განცხადებით მედიამ სპეციალურად აჩვენა ინაუგურაციის მონაწილეთა სიმცირე.

Read More
ჯონ კერი ტრამპის წინააღმდეგ გამართულ მარშს ძაღლთან ერთად შეუერთდა მთავარი უცხოეთი 

ჯონ კერი ტრამპის წინააღმდეგ გამართულ მარშს ძაღლთან ერთად შეუერთდა

CBS-ის ინფორმაციით, აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი დონალდ ტრამპის ინაუგურაციას არ დასწრებია. ის ვაშინგტონში აშშ-ს ახალი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამართულ „ქალების მარშს“ შეუერთდა და თან მისი ძაღლიც სახელად ბენიც მიიყვანა, რომელთან ერთადაც ბრიფინგზეც იმყოფებოდა.

Read More
ტრამპის წინააღმდეგ მარშს ლონდონის მერი შეუერთდა მთავარი უცხოეთი 

ტრამპის წინააღმდეგ მარშს ლონდონის მერი შეუერთდა

ამერიკელმა მსახიობმა ჯეინ ფონდამ ბილ მახერის შოუში სტუმრობისას განაცხადამ რომ დონალდ ტრამპი „მთავარი მტაცებელია“. შოუს წამყვანმა მსახიობს შეახსენა, რომ 2005 წელს ტრამპმა განაცხადა, რომ „გაზრდილი პოპულარობის გამო მას შეუძლია ქალებს ინტიმურ ადგილებზეც შეეხოს“. -„ეს იყო შოკი, ამ სიტყვების გაგონების მერე რამდენიმე კვირა ისე ვგრძნობდი თავს, თითქოს სატვირთომ გადამიარა“-განაცხადა მსახიობმა.  მან აქვე განაცხადა, რომ ბევრს ეშინია ქალების მმართველობის და პირობა დადო, რომ აუცილებლად მოხდება ისეთი ძალის შექმნა, რომელსაც ანგარიშს გაუწევს ყველა. -„ტრამპი-მთავარი მტაცებელია. მისი პრინციპია-დაყავი და იბატონე“-განაცხადა ფონდამ. ტრამპის წინააღმდეგ გამოსვლებია საფრანგეთშიც. პროტესტსნტები ამბობენ, რომ ახალი პრეზიდენტი დისკრიმინაციის და რასიზმის მომხრეა….

Read More
რა ხდებოდა ინაუგურაციის დროს ქუჩებში (ვიდეო) მთავარი უცხოეთი 

რა ხდებოდა ინაუგურაციის დროს ქუჩებში (ვიდეო)

ვაშინგტონში ინაუგურაციის დაწყებამდე საპროტესტო აქციები გაიმართა. შავებში ჩაცმულმა ადამიანებმა მარშით ჩაიარეს და დაიწყეს მაღაზიების ვიტრინების დალეწვა, ისინი აძრობდნენ ავტომობილებს საწმენდებს. Reuters-ის ინფორმაციით პროტესტანტები ინაუგურაციის დროსაც აგრძელებდნენ შუშების ცამსხვრევას, ნაგვის ურნების და საგაზეთო ჯიხურების გადაყირავებას. ჩამსხვრეულია „ამერიკის ბანკის“ დიდი ვიტრინებიც. პოლიციამ დაშალა McDonald’s -ზე თავდამსხმელთა ჯგუფი. ტვიტერზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ანს როგორ იყენებენ სამარტალდამცველები ცრემლსადენ გაზს. NBC წერს, რომ ატეულობით ადამიანმა მოახდინა იმ ადგილების ბლოკირება, საიდანაც შესაძლებელი იყო ინაუგურაციისთვის თვალის დევნება. ისინი ასფალტზე დასხდნენ და წრე შეკრეს. პროტესტანტებს თან ჰქონდათ სხვადასხვა ტრანსფარანტები და სკანდირებდნენ:-„ჩვენ არ გავჩუმდებით“.      

Read More
ტრამპმა ფიცი 2 ბიბლიაზე დადო (ვიდეო) მთავარი უცხოეთი 

ტრამპმა ფიცი 2 ბიბლიაზე დადო (ვიდეო)

აშშ-ს 45-ე პრეზიდენტმა ფიცი დადო. ტრამპმა ფიცი 2 ბიბლიაზე დადო. პირველი მას დედამ 1955 წელს აჩუქა საკვირაო სკოლის დამთავრების აღსანიშნავად, მეორე ბიბლია კი ეკუთვნოდა აშშ-ს მე-16 პრეზიდენტს აბრაამ ლინკოლნს. ინაუგურაციის შემდეგ ტრამპი საზეიმო სადილს სენატორებთან და კონგრესმენებთან ერტად დაესწრება, შემდეგ კი საზეიმო აღლუმს მიიღებს და პირველ ლედისთან ერთად რამდენიმე მეჯლისს დაესწრება.

Read More
CNN ინაუგურაციაზე ტრამპის მკვლელობის მოდილირებული სიუჟეტი გააკეთა (ვიდეო) მთავარი უცხოეთი 

CNN ინაუგურაციაზე ტრამპის მკვლელობის მოდილირებული სიუჟეტი გააკეთა (ვიდეო)

20 იანვარს აშშ-ს არცეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გაიმართება. ტელეკომპანია  CNN ინაუგურაციაზე ტრამპის მკვლელობის მოდილირებული სიუჟეტი გააკეთა. ვიდეო-რგოლის შემქმნელებმა ასახეს სცენარი, რომლის მიხედვით თავდასხმა ხდება ტრამპრე, ვიცე-პრეზიდენტზე და კონგრესის ხელმძღვანელობაზე. ტელეკომპანიის ინფორმაციით, კონსტიტუციის მიხედვით, თუ პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს არ შეუძლიათ მოვალეობის შესრულება, უფლებამოსილებას იღებს პარლამენტის სპიკერი, თუ მასაც რაიმე შეემთხვევა ხელმძღვანელობა გადადის სენატის ტავმჯდომარესა და სახელმწიფო მდივანზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ტრამპის ინაუგურაციის დროს ობამას ადმინისტრაცია კარგავს ძალას, ახალ პრეზიდენტს კი ჯერ არ ჰყავს ოფიციალურად წარდგენილი, ამიტომ ქვეყნის სადავეები სახელმწიფო მდივნის მაგივრად გადადის მის მოადგილეზე, რომლის პოსტსაც ამჟამად ტომ შენონი იკავებს….

Read More