You are here
ავტოსპორტი: ქართული წყვილის მესამე ადგილი ევროპის თასზე მთავარი სპორტი 

ავტოსპორტი: ქართული წყვილის მესამე ადგილი ევროპის თასზე

20-21 მაისს ავტომრბოლებმა სანდრო ლომაძემ და მევლუდ მელაძემ ევროპის თასის პირველ ეტაპზე იასპარეზეს, რომელიც ბულგარეთში გაიმართა. ქართულმა წყვილმა ევროპის თასზე მესამე ადგილი დაიკავეს, ბულგარეთის პირველობის ეგიდით გამართული რბოლა კი მოიგეს! „ჩვენ მაქსიმუმზე მეტი გავაკეთეთ! ტექნიკური დათვალიერების შემდეგ ფიქრობდნენ, რომ მოწინავეთა შორის ვერ მოვხვდებოდით, რადგან მანქანას უამრავი ქარხნული დეტალი ჰქონდა, თუმცა წარმატების მოასპოვებლად ყველაფერი ვიღონეთ და ყველას დიდი სიურპრიზი შევთავაზეთ“, – განაცხადა სანდრო ლომაძემ, რომელისთვისაც ეს პირველი საერთაშორისო რბოლა იყო 2011 წლის შემდეგ. მისივე თქმით, ბულგარეთში მოპოვებული მესამე ადგილი დამატებითი სტიმული იქნება მომდევნო რბოლებისთვის უკეთესად მოსამზადებლად. ნანახია: 32

Read More
14 მაისს, 2016/2017 წლების სეზონის დიდი 10 ტოიოტას ფინალური შეხვედრა მთავარი სპორტი 

14 მაისს, 2016/2017 წლების სეზონის დიდი 10 ტოიოტას ფინალური შეხვედრა

14 მაისს, 17 საათზე, ‘მიხეილ მესხის’ სახელობის სტადიონზე 2016/2017 წლების სეზონის დიდი 10 ტოიოტას ფინალური შეხვედრა დაიწყება, რომელშიც ერთმანეთს გორის ‘ჯიქი’ და ბათუმის ‘ ბათუმი’ შეერკინება. მატჩზე დასწრება თავისუფალია. კომპანია ‘ტოიოტა’ საქართველოს რაგბის კავშირის პარტნიორი და დიდი 10-ის პლეი ოფის, კერძოდ კი ფინალური შეხვედრის სპონსორი ცოტა ხნის წინ გახდა და საპრიზო ფონდად 100 ათასი ლარი დააწესა. საქართველოს ჩემპიონი ჯილდოდ 70 ათასს, ხოლო ფინალში დამარცხებული გუნდი 30 ათას ლარს მიიღებს. ‘ჯიქი’ ფინალში არსებობის ისტორიაში პირველად გავიდა. ბათუმელებს საქართველოს ჩემპიონატი 2-ჯერ აქვთ მოგებული (1999 და 2002 წლებში), ფინალში კი ბოლოს 2009 წელს…

Read More
ნანა ძაგნიძე კომპიუტერის წინააღმდეგ მთავარი სპორტი 

ნანა ძაგნიძე კომპიუტერის წინააღმდეგ

ევროპის ჩემპიონმა ნანა ძაგნიძემ კომპიუტერის წინააღმდეგ მატჩი  ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გამართა.ღონისძება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გახსნა. “დღეს მნიშვნელოვანი და ამავდროულად,ძალიან საინტერესო ამბის მომსწრენი  ვართ.ქართული სპორტის ისტორიაში პირველად მოჭადრაკე კომპიუტერის წინააღმდეგ თამაშობს.მსურს მადლობა გადავუხადო დღევანდელი ღონისძიების მესვეურებს,ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს გია გიორგაძეს,ქალბატონ ნანას,უნივესიტეტის ხელმძღვანელობას და ყველას,ვინც ზრუნავს მომავალი თაობის განათლებასა და წინსვლაზე.”- განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა. ღონისძიებაზე   პროექტი “ითამაშე ჭადრაკის” პრეზენტაცია შედგა.რომელიც მიზნად ისახავს  სკოლებში,მოზარდებში ჭადრაკის პოპულარიზაციას . უნივერსიტეტიBTUდაHPგახდნენსაქართველოსჭადრაკისფედერაციისპარტნიორებიდაერთობლივადუზრუნველყოფენეროვნულინაკრებისმომზადებასსაჭიროტექნოლოგიებით. ღონისძებაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ეთამაშათ ჭადრაკი საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრების წევრებთან. softline da ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა  ქალ…

Read More
დაუვიწყარი წუთები – თბილისის „დინამოს“ გამარჯვება (ვიდეო) მთავარი სპორტი 

დაუვიწყარი წუთები – თბილისის „დინამოს“ გამარჯვება (ვიდეო)

1981 წელი. 13 მაისი. თბილისის „დინამო“ ევროპის თასების თასის მფლობელი გახდა. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ის ამაღელვებელი და გულშემატკივრებისთვის დაუვუწყებელი დღე. ნანახია: 470

Read More
მსოფლიო რბენა და ქართველი გამარჯვებულები მთავარი სპორტი 

მსოფლიო რბენა და ქართველი გამარჯვებულები

Wings for Life World Run 2017: ზედიზედ მეოთხედ საქართველოში!  8 მაისს კახეთმა ზედიზედ მეოთხედ უმასპინძლა ყველაზე მასშტაბურ საქველმოქმედო ღონისძიებას სპორტის ისტორიაში – მსოფლიო რბენას Wings for Life. გარბენი ტრადიციულად ლოპოტის გადასახვევიდან, კავკასიონის ქედის გასწვრივ გაიმართა. წლევანდელი Wings for Life საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით Check in Georgia Sport-ის ფარგლებში განხორციელდა. საქართველოში ვაჟთა შორის გიორგი შეკრელიძემ გაიმარჯვა – „ფინიშმანქანა” მას 35,43 კილომეტრის დაფარვის შემდეგ წამოეწია. გოგონებში პირველი ნინო მიქაძე იყო. მან 29,23 კილომეტრი გაირბინა. ორივე ჩემპიონი თავად აირჩევს თუ სად იასპარეზებს 2018 წელს. ეს Wings for Life-ის გამარჯვებულთა მთავარი…

Read More
დიდი მადლობა, კაპიტანო! მთავარი სპორტი 

დიდი მადლობა, კაპიტანო!

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მამუკა გორგოძის მიერ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების დატოვებას ეხმაურება -საქართველოში არ მოიძებნება ადამიანი, ვისაც ეს სახელი და გვარი არ ჰქონდეს გაგონილი და მამუკა გორგოძე მოედანზე, თავდაუზოგავ ბრძოლაში არ ჰყავდეს ნანახი. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს ტოვებს მისი ლეგენდარული კაპიტანი, ყველა დროის საუკეთესო ქართველი მესამეხაზელი, რომელმაც გულშემატკივრისა და რაგბისადმი სიყვარულით და მოედანზე ვაჟკაცობით, თანაგუნდელებთან ერთად, რაგბი ყველა თაობის საყვარელ სპორტის სახეობად აქცია საქართველოში. მამუკა გორგოძის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება რთულია მისი ერთგული გულშემატკივრისთვის, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ნაკრების დატოვება კიდევ უფრო მეტად უმძიმს თავად კაპიტანს. ამიტომ, ჩვენ…

Read More
მსოფლიო რბენაში მონაწილეობის მისაღებად პირველი ტარიელ ხეჩიკაშვილი დარეგისტრირდა მთავარი სპორტი 

მსოფლიო რბენაში მონაწილეობის მისაღებად პირველი ტარიელ ხეჩიკაშვილი დარეგისტრირდა

მსოფლიო რბენა – ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება მსოფლიო სპორტის ისტორიაში 7 მაისს კახეთში, ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ უკვე მეოთხედ გაიმართება. კახეთში გასამართ გარბენში მონაწილეობის მისაღებად პირველი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დარეგისტრირდა. 7 მაისის გარბენი ჩატარდება სამინისტროსა და ფედერაცია “სპორტი ყველასათვის“ მხარდაჭერითა და ორგანიზებით.საქართველოში მონაწილეობის ღირებულებაა 30 ლარი. ღონისძიებიდან შემოსული თანხა კვლავ სრულად გადაერიცხება Wings for Life-ის ფონდს, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ. შეგროვებული თანხა Wings for Life-ის ფონდში EMS (European Merchant Services) საგადასახადო სისტემის გავლით  გადაირიცხება. მსოფლიო რბენა – 6 კონტინენტზე,…

Read More
მსოფლიო რბენა – ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება მსოფლიო სპორტის ისტორიაში მთავარი სპორტი 

მსოფლიო რბენა – ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება მსოფლიო სპორტის ისტორიაში

7 მაისს საქართველო კვლავ ირბენს მსოფლიოსთან ერთად – სპორტული ღონისძიება წელს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება “მსოფლიო რბენაში“ მონაწილეთა რეგისტრაცია დასრულდა, წელს საქართველოში 5 000 მონაწილე დარეგისტრირდა. ნომრებისგაცემა 4 მაისიდანდაიწყება, ეწვიეთ ისთ ფოინთს 4, 5 და 6 მაისს: ✔4-5 მაისი: 12:00-21:00 საათი ✔6 მაისი: 10:00-14:00 საათი ►ნომრის ასაღებად თან იქონიეთ პირადობის მოწმობა ►კომპანიებმა კი, დარეგისტრირებული მომხმარებლების სია ►ნომრის აღება შესაძლებელი იქნება 7 მაისს, კახეთში  ინდივიდუალურად დარეგისტრირებულ მონაწილეებს შეუძლიათ ისარგებლონ ტრანსპორტით: 07:30 შეკრება ვარდების მოედანზე; 08:00 გამგზავრება კახეთში; 10:30 – 11:30 ჩასვლა ლოპოტას ხეობაში; 10:00…

Read More
თბილისი 22-23 აპრილს ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს მთავარი სპორტი 

თბილისი 22-23 აპრილს ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს

20 აპრილს, 10:30 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი სამინისტროში უმასპინძლებს ევროპის სუმოს ფედერაციის პრეზიდენტს დარიუშ როზუმს და გენერალურ მდივანს რიხორა ნიკმას. შეხვედრას დაესწრება მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და საქართველოს სუმოს კავშირის პრეზიდენტი თენგიზ რუხაძე. შეხვედრის დაწყებამდე სტუმრები მოინახულებენ ქართული სპორტის მუზეუმს, სადაც დაცულია ქართველი სუმოისტების მიერ სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებზე მოპოვებული მედლები და თასები. მხარეები ისაუბრებენ თბილისში 22-23 აპრილს გასამართ ევროპის ჩემპიონატზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 13 ქვეყნის 290 სპორტსმენი. ევროპირველობა 21/23-წლამდელებში და უფროსებში, ვაჟთა და ქალთა შორის გაიმართება. ევროპის ჩემპიონატი Check in Georgia-ს ფარგლებში ჩატარდება. ნანახია: 125

Read More
ხვადაგიანმა ქუთაისის სახელით მორიგი წარმატება მოიპოვა მთავარი სპორტი 

ხვადაგიანმა ქუთაისის სახელით მორიგი წარმატება მოიპოვა

დავით ცხვარაძე ქუთაისელი სპორტსმენი თურქეთში ქალაქ ორდუს მესამე ტაიმის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა. მან რიგით, მე 2 _ ადგილის ტიტული მოიპოვა. ქუთაისელი სპორტსმენი ნიკა ხვადაგიანი თურქეთიდან დღეს მორიგი წარმატებით დაბრუნდა, იგი 12 ქვეყნის საუკეთესოთა მოჭადრკეებში შეირჩა, ახალგაზრდა სპორტსმენმა გზა საკუთარი სახსრებით გაიკვალა. ცნობისთვის: ნიკა ხვადაგიანი ქუთაისის 16 საჟადრაკო სკოლა „მაიას კლუბის“_ს წარმატებული მოჭადრაკეა, იგი ქუთაისის სახელით „ვიცე“ ჩემპიონიც გახდა, მან ასევე საქართველოს ჩემპიონატის ტიტული, რამდენჯერმე მოიპოვა ნანახია: 353

Read More