You are here
პატრიარქის აღსაყდრების საიუბილეო ღონისძიებები გაუქმდა მთავარი რელიგია 

პატრიარქის აღსაყდრების საიუბილეო ღონისძიებები გაუქმდა

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორეს აღსაყდრების იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები გაუქმდა. ​”მსოფლიოში შექმნილი არასტაბილური მდგომარეობისა და საქართველოში არსებული სოციალური ვითარების გათვალისწინებით, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გაუქმდა კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 40 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ზეიმი და მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებისა და სხვა საპატიო სასულიერო და საერო პირთა საქართველოში მოწვევა”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში” ნანახია: 326

Read More
გილოცავთ ამაღლებას! უფალი იყოს ჩვენი შემწე… მთავარი რელიგია 

გილოცავთ ამაღლებას! უფალი იყოს ჩვენი შემწე…

აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს, მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს. როგორც წმიდა სახარება გვაუწყებს, ბრწყინვალე აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტე თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა. იოანე ოქროპირის სიტყვით, იგი მოწაფეებს ასწავლიდა „სასუფევლის საიდუმლოებებს”, რომელნიც მაცხოვრის აღდგომამდე მათთვის გაუგებარი და მიუწვდომელი იყო.   აღდგომიდან ორმოცი დღის შემდეგ იესო ქრისტე უკანასკნელად გამოეცხადა თავის მოწაფეებს იერუსალიმში და უთხრა მათ: „თქვენ დარჩით იერუსალიმში, სანამ არ შეიმოსავთ ძალას მაღლიდან. თქვენ მიიღებთ ამ ძალას, როცა თქვენზე გადმოვა სულიწმიდა; შემდეგ წადით და უქადაგეთ სახარება ყველას და ნათელი ეცით მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით”….

Read More
ხშირად მეტ ყურადღებას ვაქცევთ რწმენის გარეგნულ მხარეს, რომელიც ხშირად არცაა ქრისტიანული, ვიდრე სულიერს… მთავარი რელიგია 

ხშირად მეტ ყურადღებას ვაქცევთ რწმენის გარეგნულ მხარეს, რომელიც ხშირად არცაა ქრისტიანული, ვიდრე სულიერს…

დავით დოლიძე როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი მორწმუნე და რატომ ურჩევნია ქართველ მართლმადიდებელს წეს-ჩვეულებების შესრულება სასულიერო შემეცნებას?! ბოლო წლებია ქართული საზოგადოება ორ დიდ ბანაკად არის გაყოფილი. პირველი და ყველაზე გავრცელებულია მორწმუნეთა ის ნაწილი, რომელიც საკუთარ თავს ჭეშმარიტ ქრისტიანათ მოიაზრებს, ხოლო მეორეა, მოდას აყოლილი „ათეისტი“ ახალგაზრდები და საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები. თუ რატომ არის ქვეყანაში გამოკვეთილი ეს ორი უკიდურესობა ამისა და სხვა მრავალი უცნობი საეკლესიო დეტალის გასარკვევად, თეოლოგიის დოქტორს საეკლესიო სამართალში, თბილისის მთაწმინდის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მოძღვარს, მღვდელ ალექსი (ქშუტაშვილს) გავესაუბრეთ. – მაინც რამ განაპირობა ის, რომ ორი უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულის –…

Read More
წმიდა ნიკოლოზის მადლი გფარავდეთ! გილოცავთ! მთავარი რელიგია 

წმიდა ნიკოლოზის მადლი გფარავდეთ! გილოცავთ!

გილოცავთ ნიკოლოზობას! ტროპარი: კანონად სარწმუნოებისა, და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათჳს ჭეშმარიტებით, ამისთჳსცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმინდაო მღვდელთმთავარო ნიკოლაოს, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათჳს. კონდაკი: მირონით გამო, წმიდაო, მსხვერპლის შემწირველად გამოსჩნდი, რამეთუ შენ ქრისტეს სახიერებაჲ აღასრულე, და დასდევ სული შენი ერისა მისთვის შენისა, და იხსენ უბრალონი სიკვდილისაგან, ამისთვისცა წმიდა იქმენ შენ, დიდი მესაიდუმლე მადლისა ღმრთისა. ნანახია: 377

Read More
თამარობას გილოცავთ! – წმიდა თამარ მეფის ხსენების დღე მთავარი რელიგია 

თამარობას გილოცავთ! – წმიდა თამარ მეფის ხსენების დღე

14 მაისს, სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა თამარ მეფის ხსენების დღეს აღნიშნავს. ქართულმა ეკლესიამ თამარ მეფე წმიდანად შერაცხა. 14 მაისს მისი ხსენების დღე საქართველოში საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენიდან, 1917 წლიდან აღინიშნება. მთელ საქართველოს ვულოცავთ ამ მადლიან დღეს და ვუსურვებთ თამარისდროინდელი საქართველოსავით ძლიერი ქვეყანა გვქონოდეს. ნანახია: 86

Read More
წმიდაო მოციქულო, მოციქულთა უპირატეს წოდებულო ანდრია, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის… მთავარი რელიგია 

წმიდაო მოციქულო, მოციქულთა უპირატეს წოდებულო ანდრია, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის…

შევთხოვოთ ჩვენს შემწესა და მფარველს წმიდა ანდრიას: წმიდაო მოციქულო, მოციქულთა უპირატეს წოდებულო ანდრია, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის, რათა სოფელსა მშვიდობა მოანიჭოს და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა! წმ. ანდრიას, პეტრე მოციქულის ძმას, უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ამიტომ მას ეწოდა პირველწოდებული. წმიდა ანდრიამ სიყრმიდანვე შეიყვარა უფალი და როცა ისრაელში ქუხილივით გაისმა წმიდა იოანე ნათლისმცემლის ხმა, ნეტარი მოციქული მისი უახლოესი მოწაფე გახდა. მაცხოვრის გამოჩენისას, წმიდა იოანემ ანდრიას და იოანე ღვთისმეტყველს მიმართა: „აჰა, ტარიგი ღმრთისაჲ”. ამ სიტყვებზე ორივენი თან გაჰყვნენ იესოს. შემდეგ კი ანდრია ძმასთან, პეტრესთან მივიდა, მესიის პოვნა ახარა, ისიც იესოსთან მიიყვანა და…

Read More
წმინდა ანდრია მოციქულის ნაკვალევი საქართველოში მთავარი რელიგია 

წმინდა ანდრია მოციქულის ნაკვალევი საქართველოში

ანდრია პირველწოდებულის მიმოსვლა-ქადაგებათა შესახებ უძველესი გადმოცემები II საუკუნიდან ჩნდება. ამის შემდგომ, სხვადასხვა რედაქციებში ეს გადმოცემები დამატებითი ცნობებით ივსებიან, ფართოვდება მოციქულთა მოღვაწეობის გეოგრაფიული არე. ადრეულ ბერძნულ-ლათინურ ტექსტებში დაცული, უძველესი ტრადიციის მიხედვით, ანდრიასა და მის თანაშემწე მოციქულთა მიერ ქრისტიანობაზე მოსაქცევ ქვეყნებად დასახელებულია შავი ზღვის სამხრეთი სანაპირო და სკვითები. ანდრია პირველწოდებული ქადაგებდა “ქუეყნითი ქუეყნად, და ქალაქითი ქალაქად, და სოფლითი სოფლად”; შავი ზღვის სამხრეთიდან ჩრდილოეთში მიმავალი გზები, ბუნებრივად საქართველოზე გადიოდნენ; ამიტომაც მომდევნო რედაქციებში, ამ გზათა შემცველი მხარეები დაკონკრეტდა საქართველოს დასავლეთსა და სამხრეთში. სკვითების მიყოლებით ჩნდება აბაზგია და დიდი სებასტოპოლისი, აფსართა ციხესიმაგრე, ისოს ნავსადგური და…

Read More
წმიდა გიორგის მეოხებით ღმერთმა გაძლიეროს სრულიად საქართველო! მთავარი რელიგია 

წმიდა გიორგის მეოხებით ღმერთმა გაძლიეროს სრულიად საქართველო!

მართლმადიდებელი ეკლესია 6 მაისს წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს.  წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და იგი საქართველოში განსაკუთრებით უყვართ.  წმინდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, იგი, რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს, მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. მან მრავალი სატანჯველი მოითმინა, მათ შორის – ბორბალზე გაკვრა. წმინდანს 303 წელს, 30 წლის ასაკში, მოკვეთეს თავი. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი. წმინდა გიორგი კაბადოკიელის კულტი…

Read More
მართმადიდებელი ეკლესია წმინდა მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეს აღნიშნავს მთავარი რელიგია 

მართმადიდებელი ეკლესია წმინდა მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეს აღნიშნავს

აღდგომიდან მე-3 კვირას მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა მენელსაცხებლე დედებს: მარიამ მაგდალინელს, მარიამ კლეოპას, სალომეს, იოანას, მართას და მარიამს, სუსანასა და სხვათა ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა სახარების მიხედვით, უფლის დაფვლის შემდეგ ისინი გამთენიისას მაცხოვრის საფლავთან მივიდნენ და თან ნელსაცხებელი მიჰქონდათ. დედებს საფლავის ლოდი გადაგორებული დახვდათ, ხოლო უფლის ანგელოზმა მათ ახარა, რომ უფალი აღდგა. ამ დღეს ეკლესია, ასევე, მართალ იოსებ არიმათიელისა და ნიკოდიმოს იხსენებს, რომელთაც პილატესგან გამოითხოვეს უფლის გვამი და იგი პატივით დაფლეს. წმიდათა მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეს, კეთილმსახური მეფის თამარის (+1213) ხსენებაც აღნიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით მართლმადიდებლურ ტაძრებში საღმრთო ლიტურგია გაიმართება. ნანახია: 99

Read More
გილოცავთ – კვირაცხოვლობის მადლი გფარავდეთ! მთავარი რელიგია 

გილოცავთ – კვირაცხოვლობის მადლი გფარავდეთ!

მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის სწორზე კვირაცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს. კვირაცხოვლობა აღდგომის დღესასწაულის განახლებაა. ამ დღიდან მოყოლებული ყოველი კვირა დღე აღდგომის დღესასწაულია. ამიტომაც მორწმუნეები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე იკრიბებიან. კვირაცხოვლობას ასევე თომას კვირა ეწოდება. სახარებაში აღწერილია (იოანე 20, 19-20), თუ როგორ გამოეცხადა აღდგომის დღეს, საღამოს, მაცხოვარი თავის მოწაფეებს და უჩვენა თავისი ჭრილობები, როდესაც ეს შეიტყო თომამ, რომელიც ამ შეხვედრას არ ესწრებოდა, გული დასწყდა და თქვა, სანამ ჩემი თვალით არ ვიხილავ იესოს, არ დავიჯერებ მის აღდგომასო. აღდგომიდან მერვე დღეს, ისევ კვირა საღამოს, მაცხოვარი კვლავ გამოეცხადა მოწაფეებს, ამჯერად თომას თანდასწრებით, უჩვენა ჭრილობები და უთხრა თომას,…

Read More