You are here
ნარკორეალიზატორების “გამოგონებები” (უკომენტაროდ) – ფოტოები საბაჟოებიდან კრიმინალი მთავარი 

ნარკორეალიზატორების “გამოგონებები” (უკომენტაროდ) – ფოტოები საბაჟოებიდან

სხვადასვა საბაჟოებზე აღმოჩენილი იქნა ნარკოტიკების გადსატანი კონტეინერები. როგორც სამართალდამცველები ამბობენ, ბოლო ხანებში გამოგონებებით განსაკუთრებით გამოირჩევიან ნარკოტიკების რეალიზატორები შუა აზიიდან და კავკასიიდან. ეს არის ფოტოები, თუ როგორ გადაჰქონდათ ნარკოტიკები. ნანახია: 1,163

Read More
სამტრედიის ერთ-ერთ სოფელში შვილს მამა შემოაკვდა კრიმინალი მთავარი 

სამტრედიის ერთ-ერთ სოფელში შვილს მამა შემოაკვდა

დავით ცხვარაძე უბედური შემთხვევა მოხდა სამტრედის რაიონის სოფელ წიაღუბანში, შემთხვევა სოფელში რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ადგილზე მობილიზიებულია სასწრაფო და საპატრულო ბრიგადის რამდენიმე ეკიპაჟი, შ შ ს ინფორმაცითთ მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. წინასწარი ინფორმაციით მოძალადე შვილს განძრახ მკვლელობის ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ან უვადო პატიმრობა ემუქრება. ნანახია: 416

Read More
შსს-მ გამოძალვის ფაქტზე სამი პირი დააკავა კრიმინალი მთავარი 

შსს-მ გამოძალვის ფაქტზე სამი პირი დააკავა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი სამი პირი: 1989 წელს დაბადებული გ.გ., 1981 წელს დაბადებული ბ.დ. და 1973 წელს დაბადებული გ.ო. თბილისში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მოქალაქეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ევროპაში მყოფი ერთ-ერთი ე.წ. „კანონიერი ქურდის“ სახელით, „ქურდული სამყაროს“ სასარგებლოდ, მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 23600 აშშ დოლარის გადახადა მოსთხოვეს. ბრალდებულები სისტემატურად უკავშირდებოდნენ მოქალაქეს და მისი და…

Read More
ძალადობა და გატაცება ფულის გამოძალვის მიზნით კრიმინალი მთავარი 

ძალადობა და გატაცება ფულის გამოძალვის მიზნით

შსს-მ დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი დააკავა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი: 1960 წელს დაბადებული ზ.კ., 1957 წელს დაბადებული ქ.ო., 1967 წელს დაბადებული გ.ვ., 1970 წელს დაბადებული ნ. გ. და 1968 წელს დაბადებული ო.მ., მძევლად ხელში ჩაგდებისა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ფულის გამოძალვის მიზნით, 1974 წელს დაბადებული რ.ა. ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური ძალის გამოყენებით მისსავე კუთვნილ ავტომანქანაში ჩასვეს და თბილისის ზღვის მიმართულებით გაიტაცეს….

Read More
თბილისის ბაღებსა და პარკებში სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეების მოიპარეს კრიმინალი მთავარი 

თბილისის ბაღებსა და პარკებში სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეების მოიპარეს

შპს “თბილსერვისჯგუფის” მოვლა-პატრონობაში არსებულ ბაღებსა და პარკებში ვანდალურად დაზიანებულია და მოპარულია სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეები. კერძოდ, ვაკის პარკში, ვერის და ვასო გოძიაშვილის სახელობის ბაღებში მოპარულია 27ძირი “ტუია”, დაზიანებულია- 484 ძირი “კვიდო” და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი რამდენიმე ნაგავშემკრები კონტეინერი. აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ ფაქტი დაფიქსირებულია და მიმდინარეობს გამოძიება. ნანახია: 230

Read More
ბრაკონიერებმა კიდევ ერთი შველი მოკლეს! კრიმინალი მთავარი 

ბრაკონიერებმა კიდევ ერთი შველი მოკლეს!

ბრაკონიერობის კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარგლის მიმდებარედ. მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა შველზე ნადირობის ფაქტი გამოავლინეს. ამჯერად, დეპარტამენტის თანამშრომლებმა მონადირეთა 6 კაციანი ჯგუფი დააკავეს, რომლებსაც უკვე მოპოვებული და დანაწევრებული შველი აღმოაჩნდათ. ყველა მათგანი იდენტიფიცირებულია. ბრაკონიერები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს. შედგა შესაბამისი ოქმი. გარემოსთვის მიყენებულ ზიანის ოდენობამ 5000 ლარი შეადგინა. ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისად, მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნება. ნანახია: 488

Read More
გორში ბიზნესმენი ჩაცხრილეს- გოგიჩაიშვილების ოჯახში მკვლელობის  მეორე შემთხვეა კრიმინალი მთავარი 

გორში ბიზნესმენი ჩაცხრილეს- გოგიჩაიშვილების ოჯახში მკვლელობის მეორე შემთხვეა

გორში ბიზნესმენი ჩაცხრილეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ქალაქის ცენტრში წერეთლის ქუჩაზე, ერთ-ერთი გავლენიანი ოჯახის, გოგიჩაიშვილების წარმომადგენელი გურამ გოგიჩაიშვილი საკუთარ ოფისში მოკლეს. მოკლულის ძმა გორში გავლენიანი პირი, ბორია გოგიჩაიშვილია. მას საკუთარი ბიზნესი და რამდენიმე ქარხანა აქვს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ეს გოგიჩაიშვილების ოჯახში მკვლელობის უკვე მეორე შემთხვეაა. მანამდე ერთ-ერთი ძმა რესტორანში მოკლეს. წყარო: რუსთავი 2 ნანახია: 416

Read More
ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე სამი პირია დაკავებული კრიმინალი მთავარი 

ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე სამი პირია დაკავებული

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ,  ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამი პირი დააკავა. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში სისტემატურად ასაღებდნენ კუსტარულად დამზადებულ ყალბ  კუპიურებს, კერძოდ, ახალი მოდიფიკაციის 50 – ლარიან და ძველი მოდიფიკაციის 100 – ლარიან ბანკნოტებს. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7 დან 10 წლამდე. ნანახია: 256

Read More
თავდასხმა სასულიერო პირზე ვაკეში კრიმინალი მთავარი 

თავდასხმა სასულიერო პირზე ვაკეში

თავდასხმა მოხდა მამა გიორგი ცნობილაძეზე, ამის შესახებ ინფორმაცია რუსთავი 2 მამა შალვა კეკელიამ დაუდასტურა.  სასულიერი პირს წყნეთის ქუჩაზე, მისი საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხთან ესროლეს. ინფორმაციის გადასამოწმებლად რუსთავი 2, შს სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც თავდასხმის ფაქტი დაადასტურეს და განმარტეს, რომ შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. შს სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236 და 118 მუხლებით დაიწყო, რაც იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა ტარებასა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.  ფოტო არქივიდან წყარო: რუსთავი 2 ნანახია: 320

Read More
ქუთაისში გამნამღველები მუშაობენ კრიმინალი მთავარი 

ქუთაისში გამნამღველები მუშაობენ

ქუთაისში, ლეონიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მიმდბარე ტერიტორიაზე, სანაგვე ყუთში ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს. ტერიტორიას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს. შსს-ს პრესცენტრის განცხადებით, ადგილზე გამნამღველები მუშაობენ. გამოძიება 236 -ე მუხლით დაიწყო. ნანახია: 239

Read More