You are here
ჩვენ ბრძოლა წავაგეთ ზუსტად იმათ სულებში, ვინც ქვეყნის დასაცავად სიცოცხლე გაწირა! მთავარი საზოგადოება 

ჩვენ ბრძოლა წავაგეთ ზუსტად იმათ სულებში, ვინც ქვეყნის დასაცავად სიცოცხლე გაწირა!

გიორგი მუხიგულაშვილი

უფლებადამცველი

იყო ერი სახელად ქართველი…

 უკვე დიდი ხანია რაც წერა დავიწყე საქართველოში არსებულ პრობლემებზე და ძალიან სამწუხაროა მთავრობის სირაქლემის პოზიცია . გულდასაწყვეტია, როდესაც უყურებ ქართველ ერს როგორ კნინდება, ნადგურდება და ვერაფერს შველი. სულ რამოდენიმე წლის წინ დიდი სიამაყით ვარდების რევოლუციის საპატივსაცემოდ სააკაშვილმა მოედანს „ვარდების მოედანი“ დაარქვა და ამავდროულად მის ქვეშ ერის განადგურების ნაღმიც დაამონტაჟა . საქმე ეხება თურქულ და ირანულ ბარებს თბილისში, სადაც ქართველ მამაკაცებს არ უშვებენ , როგორც ჩვენმა ერის დიადმა ბელადმა გიორგი ბრწყინვალე კვირიკაშვილმა განაცხადა, იქ თურმე დისკრიმინაციას აქვს ადგილი. მოკლედ აგიხსნით რა ხდება ძველ თბილისში .

მოგეხსენებათ არაბებით, ირანელებით და თურქებით აივსო თბილისი, ვხედავთ ყოველ კუთხეში მათ ბარებს, რესტორნებს და იქ პროსტიტუციით დაკავებულ ქართველ გოგოებს, ასევე ვხედავთ იმ გაუბედურებულ ახალგზრდობას, რომელმაც თავიანთი თავის რეალიზება ვერ მოახდინეს ცხოვრებაში და იოლ შემოსავალს ანუ პროსტიტუციას მიჰყვეს ხელი .

ჩვენ გვახსოვს 90 იანი წლების დაკნინებული სწავლა- განათლება ქვეყანაში და ის დროც, როცა წიგნს მოკლებულ ერს, რომელმაც უდიდესი დეგრადაცია განიცადა პრეზიდენტი როგორ უბიძგებდა სახალხოდ ბუჩქებისკენ ახალგაზრდობას.

ჩვენ კარგად გვახსოვს ის თაობა, რომლებიც გზაამბნეულნი თურქეთში მიდიოდნენ და იქ ძალით ან ნებით ხდებოდნენ პროსტიტუციაში ჩაბმულები და აი შედეგიც- თბილისში გახსნილი ბორდელები და ღამის ბარები, სადაც ბინძური არაბი შედის და ქართველ ქალს ხდის მონად . გვეგონა ვინმე ამოიღებდა ხმას, მაგრამ ვერც ვერავინ, რადგან წლების მანძილზე ერთგვარი წილი ადიოდა ზემოთ და ხელისუფლებაც ხელს უწყობდა მსგავსი ბარბაროსული ბიზნესის განვითარებას . ერთი პერიოდი მეგობრებთან ერთად მინდოდა ამ ბარების წინააღმდეგ მოძრაობის დაწყება და დაკვირვებებს ვაკეთებდი, ოი, საოცრებავ, იმდენი მთავრობის მაღალჩინოსანი გადამეყარა მიმდებარედ, რომ აშკარა იყო მე რამე გამეპროტესტებინა და არ განვწირულიყავი . ხოდა ერთს ვიტყვი და დროებით დავასრულებ- ჩვენ ერის და რწმენის ბრძოლა ზუსტად იმ ადგილებში წავაგეთ, სადაც ქართველი დედა მეომრებს აცილებდა საომრად და ღირსების რწმენის და ქვეყნის დასაცავად . სადაც 300 არაგველი იყრიდა თავს საბრძოლოდ წასასვლელად, ზუსტად იმ ადგილას დავეცით როგორც სულიერად, ასევე მორალურად და სადაც იუნკერები თავს იწონებდნენ ერის დამცველებად და სამშობლოზე ფიქრით, ზუსტად იმ ადგილას ავავყავეთ არაბული მყრალი ბიზნესი .

ყოჩაღ, ერო !!! გამოვლენ ეხლა და იტყვიან ბიზნესი იჩაგრება, ეგ არალიბერალური საქციელიაო და მეორე დღეს არც ერთ მთავრობის წევრს აღარ ემახსოვრება დღევანდელი პრემიერის გამოხტომები… ასე რომ, ჩვენ ბრძოლა წავაგეთ ზუსტად იმათ სულებში, ვინც ქვეყნის დასაცავად სიცოცხლე გაწირა!

 

 

 

 

 

 

Comments

comments

Related posts