You are here
ქუთაისში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე განათდა მთავარი რეგიონი 

ქუთაისში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე განათდა

ქუთაისში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე განათდა, ნაძვის ხე ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ შვილებთან ერთად აანთო.

ღონისძიებას იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი, მერის მოადგილე კონსტანტინე ქავთარაძე, თვითმმართველობის წევრები, ვიცე გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატები, დიმიტრი მხეიძე და გენადი მარგველაშვილი დაესწრნენ.

ნაძვის ხე ცეცხლოვანი შოუს ფონზე აინთო. ასევე გაიმართა პერფორმანსი პატარა ბალერინების მონაწილეობით.

ნაძვის ხის მოსართავად 20 ათასი ლარი დაიხარჯა. შოთა მურღულიამ ქალაქს დამდეგი შობა –ახალი წელი მიულოცა და აღნიშნა, რომ ქუთაისში ერთ–ერთი საუკეთესო ნაძვის ხეა.

ქუთაისში საახალწლო ღონისძიებები 30 დეკემბრიდან იწყება და13 იანვრამდე გასტანს.

Comments

comments

Related posts