You are here
ფრთხილად! – ფიტო თერაპიული კომპანია „კარაბადინის“ რჩევები და გაფრთხილება მედიცინა მთავარი 

ფრთხილად! – ფიტო თერაპიული კომპანია „კარაბადინის“ რჩევები და გაფრთხილება

R

მსოფლიოში დაახლოებით მილიარდი კაცი ეწევა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი მესამე ზრდასრული ადამიანი თამბაქოს ტყვეა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მოწევით განპირობებული დაავადებებით ყოველწლიურად 4 მილიონი კაცი კვდება (1 კაცი – ყოველ 8 წამში). თუ არაფერი შეიცვალა, 20 წლის შემდეგ სიგარეტი მთელ მსოფლიოში სიკვდილისა და ინვალიდობის უმთავრეს მიზეზად იქცევა და უფრო მეტ სიცოცხლეს შეიწირავს, ვიდრე შიდსი, ტუბერკულოზი, ავტოსაგზაო შემთხვევები, მკვლელობა და თვითმკვლელობა ერთად.

საქართველოში მწეველთა კუთხით მდგომარეობა მეტისმეტად მძიმეა. თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველო ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მწეველ სახელმწიფოდ ითვლება.

ბევრი ადამიანი ცდილობს თავი დაანებოს სიგარეტს, ზოგს ყოფნის ნებისყოფა, ზოგს-არა. არიან ადამიანები, რომლებიც ელექტროსიგარეტით ცდილობენ ამ მავნე ჩვევისგან გათავისუფლებას, ზოგი კი ბალახეულ საშუალებებს იყენებს და ფიტოთერაპიას მიმართავს.

ამ თემაზე ჩვენ სწორედ ფიტო თერაპიული კომპანია „კარაბადინის“ დირექტორს, ნინო მოდებაძეს და მენეჯერს, სულხან ბაზაშვილს გავესაუბრეთ.

ნინო მოდებაძე:

15049588_206229416487394_835528064_n

-„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვადასხვა საბაზისო გამოკვლევის მონაცემებით, დღეს თამბაქოს ეწევა ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 37-40%.

მამაკაცებს შორის მწეველია 50-65%, ხოლო ქალებს შორის – 16-22%. სავარაუდოდ, ქალებსა და მამაკაცებს შორის არსებული სხვაობა თანდათან შემცირდება, რადგან მწეველ ქალთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, უმძიმესი ვითარებაა მოზარდებში, განსაკუთრებით – გოგონებს შორის, სადაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მწეველთა მაჩვენებელი 9%–ით გაიზარდა. მოზარდთა 42,4% მწეველია.

თამბაქო, ერთი შეხედვით, ლამაზი და უწყინარი მცენარეა, თუმცა მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველ 8 წამში ერთ ადამიანს კლავს.

15135845_206659256444410_6744820417755924087_n

თამბაქოს ფოთლის ქიმიური შემადგენლობაა: ნიკოტინი – 1-4%, ნახშირწყლები – 2-20%, ორგანული მჟავები – 5-17%, ცილები – 1-13%, ეთერები – 0,1-1,7%. ერთი ღერი სიგარეტი შეიცავს 0,3-დან 2 მგრ-მდე ნიკოტინს და 8-35 მგრ- მდე ფისს.

თამბაქო მავნებელია ყველასთავის, მაგრამ განსაკუთრებით მინდა მოვუწოდო ფეხმძიმე ქალებს, მომავალ დედებს-ნუ ჩააგდებენ შვილების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხეში, სამწუხაროდ, ბოლო წლებში გაიზარდა მწეველი ქალბატონების რაოდენობა. არამწეველებთან შედარებით, მწეველ ქალებში 20-50%-ით მაღალია ნაყოფისა და ახალშობილის სიკვდილიანობა.

15078658_206395519804117_8340486152337684233_n
გამოკვლევებმა აჩვენა, რომ თამბაქოს მომხმარებელ ქალებს უქვეითდებათ რეპროდუქციული ფუნქცია და იზრდება უშვილობის რისკიც. მწეველთა შვილებს უფრო ემართებათ სიმსივნური დაავადებები, ვიდრე არამწეველთა შვილებს.

ერთი სიტყვით, მდგომარეობა მართლაც რთულია, ჩვენი კომპანია ამ მიმართულებითაც მუშაობს და ვაძლევთ გარანტიას ჩვენი პროდუქციის მომხმარებელს, რომ არა მხოლოდ თამბაქოს წევას დაანებებს თავს, არამედ ორგანიზმიც გაუსუფთავდება და ამ ყველაფერს ყოველგვარი სტრესის გარეშე შეძლებს.

რატომკარაბადინისფიტო პროდუქცია?  

ჩვენი პარასამკურნალო საშუალებები არის აბსოლუტურად მცენარეული ყოველგვარი ქიმიური და სინთეზური დანამატების გარეშე. ხშირად ფიტო პროდუქციის მოქმედების მექანიზმის და შედეგების გაძლიერების მიზნით ჩვენს პარასამკურნალო საშუალებებს ვუმატებთ ფუტკრის სხვადასხვა პროდუქტებს (ფუტკრის მტვერი, რძე და ა. შ.).ჩვენ და ჩვენი გარემომცველი ბუნება ხომ მთლიანად ელემენტებისაგან შევდგებით (როგორც საშენი მასალა), ამიტომ ეს ელემენტებიც არის ბუნებაში და ბუნების ნობათით ვახერხებთ მაქსიმალური შედეგების მიღწევას. მაგალითისთვის გეტყვით, რომ სისხლი შეიცავს 24 ქიმიურ ელემენტს, მათგან 22 ელემენტი თაფლში მოიპოვება.

ასე რომ, მივიღოთ უფლისგან ნაბოძები ბუნების „სასწაულები“, რათა ორგანიზმი გვქონდეს სრულ ჰარმონიაში გარე სამყაროსთან და იმ რთულ სისტემასთან, რომელსაც ჯანმრთელი ადამიანი ჰქვია.

იხ. ლინკი

http://www.geomediatv.ge/%e1%83%92%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90%e1%83%97-%e1%83%98%e1%83%a7%e1%83%9d%e1%83%97-%e1%83%af%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%9b%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%90/

მოწევისგან გასათავისუფლებლად ბევრი ადამიანი ელექტროსიგარეტს იყენებს, თუმცა მედიკოსთა ნაწილი ამბობს, რომ ის არც თუ ისე კარგია. როგორია თქვენი შეფასება და რეკომენდაციები ამ მოწყობილობასთან დაკავშირებით?

სულხან ბაზაშვილი:

15049588_206229416487394_835528064_n-%d0%ba%d0%be%d0%bf%d0%b8%d1%8f

-მე თავად გამოვცადე ელექტრო სიგარეტი და ხმამაღლა შემიძლია ვთქვა – ის არის “ხაფანგი”!

ელექტრო სიგარეტი შეიქმნა 2003 წელს, როგორც ჩვეულებრივი სიგარეტის უსაფრთხო “ალტერნატივა”. არსებობს ორი სახის ელექტრო სიგარეტი, ნიკოტინიანი და უნიკოტინო.
ნიკოტინის შემცველი ელექტრო სიგარეტი ჩვეულებრივ იწვევს დამოკიდებულებას (მიჯაჭვულობას). უნდა აღინიშნოს რომ ელექტრო სიგარეტი შეიცავს “კარტრიჯს” რომელშიც არის მოთავსებული თხევადი ნიკოტინი და მისი გაუვნებელყოფა თითქმის ვერ ხერხდება.

-იქნებ უფრო დაწვრილებით გვითხრათ, როგორ იწვევს შეჩვევას და რა ზიანს აყენებს ადამიანის ორგანიზმს ელექტრო სიგარეტის მოხმარება.

ადამიანი ელექტრო სიგარეტის მოწევის დროს არ ჩაისუნთქავს ბოლს, მაგრამ ჩაისუნთქავს თხევად ნიკოტინის აორთქლებით წარმოქმნილ ორთქლს. ნიკოტინი ხვდება ორგანიზმში, მწეველი განიცდის სიამოვნებას, რადგან ეს ნივთიერება ახდენს თირკმელზედა ჯირკვლის სტიმულაციას და ადრენალინის გამოყოფას,. ადრენალინის მოზღვავება ახდენს გულისცემის გახშირებას, თავის ტვინში დოფამინის გაგამოყოფას, დოფამინი კი არის ის ქიმიური ნივთიერება რომელიც ჩვენს ორგანიზმში პასუხისმგებელია სიამოვნების განცდაზე. მოზღვავებული სიამოვნების განცდა იწვევს მწეველის მიერ ნიკოტინზე დამოკიდებულებას, ამგვარად ყალიბდება ელექტრო სიგარეტზე დამოკიდებულება (როგორც ჩვეულებრივი სიგარეტის მოწევის შემთხვევაში) ელექტრონული სიგარეტი იწვევს პირის ღრუს ლორწოვანის დაზიანებას. ლორწოვანი გარსი ქიმიური ნივთიერებების მიმართ უფრო მგრზნობიარეა. ელექტრო სიგარეტში არსებული ნიკოტინის ორთქლი აზიანებს საყლაპავ მილს, ხორხს, კუჭს. სასუნთქი სისტემა მოფენილია ეპითელიური უჯრედებით. ელექტრო სიგარეტის მოხმარების დროს ნიკოტინის ორთქლი აგრეთვე აზიანებს ორგანიზმის გენეტიკურ კოდს და შეიძლება ადამიანი მიიყვანოს სიმსივნურ პრობლემებამდე.

ერთადერთი, რაც არ შეიძლება გამოიყოს ელექტრო სიგარეტის მოხმარების დროს ეს არის CO-მხუთავი აირი, რადგან არ იწვის ქაღალდი. ეს კი დიდი ვერაფერი შეღავათია ორგანიზმისთვის და ბუნებისთვის.

რაც შეეხება უნიკოტინო ელექტრო სიგარეტს, მასში გამოიყენება 8000-მდე საგემოვნო თვისებების მიმნიჭებელი ქიმიური ელემენტები, მათ შორის არის ისეთი აკრძალული ელემენტები რომლებიც ჩვეულებრივ სიგარეტში არაა დაშვებული , ყველა ამ ნაერთის გახურების შედეგად მიიღება ტოქსიკური და კანცეროგენური ნივთიერებები.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ მოწოდებული რეგულაციებით და ამერიკის საკვებისა და წამლის სააგენტოს დასკვნებით ელექტრო სიგარეტი 3 წელია გამოაცხადეს მავნე პროდუქტად იქიდან გამომდინარე რომ მასში საკმაო რაოდენობით არის ნიკოტინი- 6მგრ-დან 24მგრ-მდე, ზოგჯერ 30მგრ-მდეც აღწევს ნიკოტინის კონცენტრაცია ვიდრე ჩვეულებრივ სიგარეტში, შესაბამისად მალევე იწვევს დამოკიდებულებას.

ელექტრო სიგარეტის რეკლამირება და პოპულარიზაცია განსაკუთრებით მავნე და საფრთხის შემცველია მოზარდებში, რადგან ადამიანის თავის ტვინის საბოლოო ჩამოყალიბება ხდება უფრო ზრდასრულ ასაკში , ანუ ტვინი იმ დროს დაიწყებს დაზიანებას ვიდრე საბოლოოდ ჩამოყალიბება დასრულდება.

ელექტრო სიგარეტი არანაირად არ კონტროლდება, იგი შემოდის ქვეყანაში როგორც ელექტრო საქონელი , ხდება მისი პოპულარიზაცია თითქოს ჩვეულებრივი სიგარეტის ალტერნატივაა, სინამდვილეში კი ჩვეულებრივ ნიკოტინდამოკიდებული ხდება ადამიანი რომელიც მანამდე შეიძლება სიგარეტს საერთოდ არ ეწეოდა, ანუ ხდება ჩანაცვლება ელექტრო სიგარეტისა ჩვეულებრივი სიგარეტით.

ელექტრო სიგარეტის მავნეობის გათვალისწინებით უკვე რამდენიმე ქვეყანამ აკრძალა ასეთი “ალტერნატივის” გაყიდვა, ეს ქვეყნებია:აშშ, კანადა, ავსტრალია, თურქეთი, ევროპის ზოგიერთი ქვეყანა.

ელექტრო სიგარეტი არის არა ჩვეულებრივი სიგარეტის ალტერნატივა, არამედ ის არის “ხაფანგი”.

გსურთ გათავისუფლდეთ მავნე ჩვევებისგან და არ იცით ეს როგორ გააკეთოთ? ამაში ფიტო თერაპიული კომპანია „კარაბადინი“ დაგეხმარებათ.

  „კარაბადინი“
გთავაზობთ ქრონიკული ალკოჰოლიზმისგან და თამბაქოზე დამოკიდებულებისგან განთავისუფლებას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, საყრდენ-მამოძრავებელი, შარდ-სასქესო, გულ-სისხლძარღვთა სისტემების, კანის სხვადასხვა პრობლემების და ჭარბწონიანობის ეფექტურ მოგვარებას, ორგანიზმის გაწმენდას სხვადასხვა ფიტო თერაპიული საშუალებებით, პარასამკურნალო პროდუქციით.

                                           ნუ დაკარგავთ დროს და ახლავე დარეკეთ ნომრებზე:

                                            599 45-88-66           555-45-13-45        2 308 068

 

Comments

comments

Related posts