You are here
„სექტები და ტოქსიკომანი ბავშვები-სასწრაფოდ უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი ორგანოები!	„ მთავარი პოლიტიკა 

„სექტები და ტოქსიკომანი ბავშვები-სასწრაფოდ უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი ორგანოები! „

ზაზა მჟავია

„პროგრესულ დემოკრატიული მოძრაობა“

 

მივესალმები პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას ღამის კლუბებში პროსტიტციის შესახებ და ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო დაინტერესდება ამ საკითხით, ძალიან კარგია.

ახლა მინდა კიდევ ერთ არანაკლებ მძიმე საკითხს შევეხო, ესაა პრობლემა, რომელიც თითქოს არ ჩანს, მაგრამ არსებობს, ეს გახლავთ ე.წ. ტოქსიკომანი ბავშვები, რომლებიც ძირითადად თავს ირჩენენ მათხოვრობით, წვრილმანი ქურდობით და პროსტიტუციითაც კი…ამ ადამიანებს ფსიქიკა და ჯანმრთელობა დანგრეული აქვთ,ისინი ვნებენ არამარტო საკუთარ თავს, არამედ მომავალში დიდი ალბათობით ესენი მოევლინებიან საზოგადოებას როგორც უმართავი კრიმინალური დაჯგუფება…

ასევე მინდა კიდევ ერთ საკმაოდ მწვავე საკითხს შევეხო, ეს გახლავთ გაურკვეველი სექტები, თუ შეიძლება ასე ეწოდოს, რომლებშიც ძირითადად ახალგაზრდები არიან გაწევრიანებული და ყველამ კარგად ვნახეთ მათი რიტუალების შედეგები.

მოკლედ, ესაა ის საკითხები, რომლითაც შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ და რაც შეიძლება სწრაფად!

 

 

 

Comments

comments

Related posts