You are here
loading...
სასიკვდილოდ განწირული 18 ოჯახი და ატირებული ვეტერანი (ვიდეო) მთავარი საზოგადოება 

სასიკვდილოდ განწირული 18 ოჯახი და ატირებული ვეტერანი (ვიდეო)

ამ დილით „ერეკლე მეორეს საზოგადოების“ თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძე დაგვიკავშირდა და საკმაოდ აღშფოთებულმა თბილისში, კერძოდ ისანში მცხოვრებ ვეტერან მერაბ საღინაშვილსა და მის მეზობლებზე გვიამბო.

-„მე არ გიკავშირდებით როგორც არასამთავრობოს ხელმძღვანელი, მე ახლა გესაუბრებით როგორც ერთი რიგითი მოქალაქე. არ ვიცი გააშუქებთ თუ არა ამ ოჯახების სატკივარს, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ამ ადამიანების ყოფა არ დაგტოვებთ გულგრილს და მათ გასაჭირს ყველას გააგებინებთ. ეს დასახლება არის ე.წ. მატროსოვის ციხის უკანა მხარეს, ეს ადამიანები სიკვდილისთვის არიან განწირულნი. მე რომ ვინმემ არჩევანის წინაშე დამაყენოს და მითხრას-ციხეში ჩაჯდები თუ ამ ხუხულაში იცხოვრებო, ციხეს ავირჩევ. ეს არიან ადამიანები, რომელბსაც არ აქვთ წყალი, გაზი, კანალიზაცია და მათი საქართველო რომელ საუკუნეშია,ვერაფერს გეტყვით. ამ ყველაფერს სიტყვებით ვერ გადმოსცემ ადამიანი, ამიტომ ვიდეოს გაძლევთ და თავად საზოგადოებამ განსაჯოს. არ შეიძლება უყურადღებობა, რადგან ხვალ შეიძლება წერი ჩამოინგრეს და იქ მცხოვრები ადამიანები დაშავდნენ. ბავშვები ცხოვრობენ იქ, როგორ შეიძლება ასე უყურადღებობა! ქალაქის მერი იყოო არჩევნების წინ და მერე? როგორ დაიძინა ღამე ამ ბავშვების პირობები რომ ნახა? რა გააკეთა? ამ ოჯახებს სასწრაფდ უნდა მიექცეთ ყურადღება, ეს კი ჟურნალისტებს შეგიძლიათ, ნახეთ ვიდეო და თავად დარწმუნდებით.

ამ ადამიანების ბედით დაინტერესებულ ყველა მოქალაქეს თუ ჟურნალისტს ნებისმიერ ინფორმაციაზე შეუძლია დაუკავშირდეს ერთ-ერთ მაცხოვრებელს 555-42-16-45 – გია. თავად ვეტერანს ტელეფონი არ აქვს და თუ ვეტერანებიც მოისურვებენ ბატონ მერაბთან გასაუბრებას, გია დააკონტაქტებს“-გვითხრა ჭყოიძემ.

ვიდეო-სიუჟეტის ნახვის და პრობლემაში დარწმუნების შემდეგ გადავწყვიტეთ სიუჟეტი უცვლელად მივიტანოთ მკითხველამდე. სააგენტო კი დაინტერესდება ამ ადამიანების ბედით და ყველა ინფორმაციას მკითხველამდე მივიტანთ.

ახლა კი არჩილ ჭყოიძის მიერ მოწოდებული ვიდეო-სიუჟეტი იხილეთ.

Comments

comments

Related posts