You are here
loading...
„სანამ იზორია და ჯანჯღავა იქნებიან თავდაცვის სანმინისტროში, ქვეყანას არასოდეს ეყოლება ბრძოლისუნარიანი ჯარი!“ მთავარი სამხედრო საქმე 

„სანამ იზორია და ჯანჯღავა იქნებიან თავდაცვის სანმინისტროში, ქვეყანას არასოდეს ეყოლება ბრძოლისუნარიანი ჯარი!“

  „მებრძოლ პატრიოტთა კავშირის“ თავმჯდომარე ემზარ ქვარიანი  ლევან იზორიას და ნიკოლოზ ჯანჟღავას საჯარო მიმართვას  უგზავნის:

-„ბატონებო იზორია და ჯანჯღავა!  თქვენ ხართ ქვეყნის მტრები, დიახ, არ მეშინია ამ სიტყვის თქმა, რადგან ზუსტად შეგეფერებათ! იმის მაგივრად, რომ ჯარის გაძლიერებაზე იფიქროთ და იზრუნოთ, დაუმსახურებლად უშვებთ გამოცდილ სამხედროებს!

ჯერ იყო დილეტანტმა თინა ხიდაშელმა დააქცია მთელი თავდაცვის სამინისტრო, ახლაა და დოქსო პულო იზორიამ და ვაი რეინჯერ სკოლა გავლილმა ჯანჯღავამ მოინდომეს კიდევ უფრო მეტად ჯარის შევიწროება.

გაუშვეს  ჯარებიდან ომის ვეტერანებიც, ადამიანები, რომლებიც რაც ყველაზე ძვირფასი ჰქონდათ სიცოცხლეს სწირავდნენ ქვეყანას, გამოცდილი და მართლაც რომ ბრძოლაში გამობრძმედილი კადრები და არა ისინი, კომპიურეტული თამაშებით რომ იცნობენ ომს მხოლოდ!

ვეტერანებზე რომ ჯანჯღავს ალერგია აქვს და ვერ იტანს, ეს ყველამ კარგად იცის, მარტო ის კმარა გავიხსენოთ როგორ ექცეოდა ვეტერანების ფოტოებს და დამსახურებას…

სანამ იზორია და ჯანჯღავა იქნებიან თავდაცვის სანმინისტროში, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ქვეყანას არასოდეს ეყოლება ბრძოლისუნარიანი ჯარი. ორივენი, მაპატიეთ და ჯართან მიმართებაში როგორც თხა კონცერტში- ისე არიან!

ჩვენ აუცილებლად გამოვეხმაურებით ასევე ყველა ვეტრანს, რომლებსაც დაუმსახურებლად დაატოვინეს სამხედრო ნაწილები და სრულ მხარდაჭერას გამოვუცხადებთ, რა ფორმებით ამას შემდგომში დავაფიქსირებთ.

ასე რომ,  ბატონებო, აჯობებს თქვენი ნებით მიბრძანდეთ შეიარაღებული ძალებიდან, თქვენ ვერასოდეს მიხედავთ თავდაცვის უნარიანობას, თქვენი მაქ ყოფნა პირადად ჩემთვის  შეურაცმყოფელია და ქვეყნის სირცხვილია“

Comments

comments

Related posts