You are here
საკუთარი სახლი საახალწლო საჩუქრად-დიდი სიხარული სიფრაშვილების ოჯახში მთავარი რეგიონი 

საკუთარი სახლი საახალწლო საჩუქრად-დიდი სიხარული სიფრაშვილების ოჯახში

როგორც უკვე საზოგადოებამ იცის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარში ცხოვრობს 6 შვილიანი ოჯახი, რომელსაც ფაქტობრივად, ღია ცის ქვეშ უხდება დღეების გატარება, რადგან სახლი, რომელსაც მხოლოდ პირობითად შეიძლება ვუწოდოთ სახლი, სავალალო მდგომარეობაშია. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ოჯახს საახალწლო საჩუქარს უმზადებს და უკვე ახალ წელს სიფრაშვილები საკუთარ სახლში შეხვდებიან.

ჩვენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, გოდერძი ბარბაქაძეს დავუკავშირდით, რომელიც დღეს სიფრაშვილების ოჯახში იმყოფებოდა.

-„მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა მუშაობს ამ საკითხზე, სახელმწიფო ყოველთვის ზრუნავს ასეთ ოჯახებზე და უკვე ახალ წელს ისინი საკუთარ სახლში შეხვდებიან“-გვითხრა გოდერძი ბარბაქაძემ სატელეფონო საუბრისას.

მუნიციპალიტეტის გამგებელი კახა ჯამბურია კი ამბობს, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა ოჯახს სრულყოფილი საცხოვრებელი პირობები ჰქონდეს.

,,ოჯახის მოთხოვნაა, რომ სახლი შევუძინოთ სოფელ ჰერეთისკარშივე, სადაც ისინი ცხოვრობენ. ვმუშაობთ ამ საკითხზე და შეგვიძლია ვთქვთ, რომ მრავალშვილიან ოჯახს უახლოეს პერიოდში საკუთარი სახლი ექნებათ“ ამბობს კახა ჯამბურია.

სიფრაშვილების ისტორია იხ. ლინკზე

http://www.geomediatv.ge/%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%AE%E1%83%AD/

დამატებით ინფორმაციას და საკრებულოს თავმჯდომარის ოჯახში სტუმრობის და საუბრის დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

 

Comments

comments

Related posts