You are here
პარტია „გირჩში“ სამართალდამცველები მუშაობენ მთავარი პოლიტიკა 

პარტია „გირჩში“ სამართალდამცველები მუშაობენ

პოლიტიკურ პარტია „გირჩში“ სამართალდამცავები მუშაობენ. არსებული ინფორმაციით, პოლიტიკურ პარტია „გირჩი“ სამართალდამცავების შესვლა მათ მიერ მარიხუანას დარგვას უკავშირდება. როგორც ჩვენი კორესპოდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, „გირჩის“ ოფისთან იმყოფებიან პარტიის მხარდამჭერები და აქტივისტები. თუ როგორ განვითარდება მოვლენები უცნობია. არ არის გამორიცხული, რომ სამართავდამცავებმა პარტიის ლიდერი ზურა ჯაფარიძე დააკავონ.

პარტიის წარმომადგენლებმა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით, 31 დეკემბერს თავიანთ ოფისში მარიხუანა პირდაპირ ეთერში დათესეს.

პარტიის ოფისიდან გამოსულმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ დაკავევებს არ ელოდება, ერტადერთი შესაძლოა მცენარეები წაიღონ.

-“სამარტალდამცველები თავის საქმეს აკეთებენ, ჩვენ კი მზად ვართ კანონის წინაშე პასუხი ვაგოთ, თუ ამის აუცილებლობა დადგა, თუმცა შეუძლებელია ხალხის აზრის უგულვებელყოფა და შეუძლებელია არსებული ნარკოპოლიტიკა არ შეიცვალოს! მშვიდად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, უნდა აღწერონ სათითაოდ ყველა ნერგი, ზურა და მე ვესწრებით საგამოძიებო მოქმედებებს…
პოლიციელები უფრო კეთილგანწყობას გამოხატავენ, ვიდრე ნეგატივს.”-განაცხადა ხვიჩიამ.

Comments

comments

Related posts