You are here
ნიკა გვარამია: პირობას ვდებ, მათ ფეხქვეშ მიწა დაიწვება! F-vews მთავარი 

ნიკა გვარამია: პირობას ვდებ, მათ ფეხქვეშ მიწა დაიწვება!

როგორც რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი სოციალურ ქსელში წერს, მას თავს დაესხნენ. ნიკა გვარამია პირობას დებს, რომ თავდამსხმელები პასუხს აგებენ.

  -“დღეს მამა დავასაფლავე და მძიმე ხასიათზე ვარ. მეგობრებმა რესტორან დაინინგ რუმსში წამიყვანეს, ცოტა მდგომარეობიდან რომ გამოვეყვანეთ. შუქი ჩაქრა და უკვე წამოსასვლელად ვემზადებოდით, რომ თავს დაგვესხნენ ჩუმად, მიპარვით, სიბნელეში. მოგვაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. მე ბოლო დღეების უძილობის და სტრესის გამო, იმდენად გაბრუებული ვარ, ვერც მოვასწარი რეაგირება და საერთოდაც ვერაფერს მივხვდი, სანამ იატაკზე არ გამოვფხიზლდი. ეგრევე გამოვიძახე პატრული. ირგვლივ კამერებია. თავდამსხმელების მაგიდაზე ყველაფერს
მათი ანაბეჭდები აქვს.
პირობას ვდებ, არ მივიღებ არავითარ ბოდიშს და მეტანიებს. ნულოვანი ტოლერანტობა. არც მეტი, არც ნაკლები, საფლავის კარამდე ჩავყვები და ვაზღვევინებ ბოლომდე. ცალკე რესტორანი გაწეწავს საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის. Keti Bakradze
პირობას ვდებ, მათ ფეხ ქვეშ მიწა დაიწვება! – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში

ცნობისთვის,  ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, დაიწყო,  რაც ძალადობას გულისხმობს.

Comments

comments

Related posts