You are here
loading...
მშვიდობის, სიკეთისა და სიყვარულის მომტანი ყოფილიყოს 2017 წელი! გილოცავთ! მთავარი რეგიონი 

მშვიდობის, სიკეთისა და სიყვარულის მომტანი ყოფილიყოს 2017 წელი! გილოცავთ!

გოდერძი ბარბაქაძე

ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარე

გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! მშვიდობის, სიკეთისა და სიყვარულის მომტანი ყოფილიყოს 2017 წელი თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის! მინდა, თითოეულ თქვენგანს გულითადად მოგილოცოთ ეს დღესასწაული!

გასული, 2016 წელი მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისთვისა და ლაგოდეხისთვის! აღსანიშნავია, რომ 2016 წელს მოსახლეობის მიერ შერჩეული სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი განვაორციელეთ, საშუალება მოგვეცა , ჩვენი თანამოქალაქეების ცხოვრების დონე და პირობები, წინა წლებთან შდარებით, გაგვეუმჯობესებინა! განხორციელდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, დაიგეგმა სამომავლო პროექტები, რომელიც არის მოქალაქების მიერ შერჩეული, პროექტები ითვალისწინებს ჩვენი ლაგოდეხის განვითარებას და კეთილმოწყობას! ადგილებრივი ხელისუფლება კიდევ უფრო ეფექტურ ღონისძიებების განხორციელებას გეგმავს ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობისა და წინსვლისთვის!

განსაკუთრებულად მინდა , მივულოცო ახალი წელი სიფრაშვილების მრავალშვილიან ოჯახს. გუშინ მათ ახალი სახლის გასაღები გადავეცით. რამოდენიმე დღის წინ პირადად ვიმყოფებოდი იმ ოჯახში, არ შეიძლება არსებობდეს ადამიანი, რომელიც გულგრილად შეხედავდა ამ ოჯახის ყოფას.

ამ ბავშვების თვალებმა ორჯერ მეტი მითხრეს და ის სევდა, რომელიც მათ გამოხედვაში იგრძნობოდა, ის სიცივე, რომელსაც ისინი გრძნობდნენ, ორმაგად გვავალებდა სწრაფად მოქმედებას. ჩვენს ქვეყანაში ბავშვები არ უნდა ტიროდნენ, მათ არ უნდა ეშინოდეთ ხვალინდელი დღის გათენების, ჩვენი მიზანია ყველა ბავშვი ბედნიერი იყოს და ქვეყანას მათი ხალისიანი კისკისი ედებოდეს. ნამდვილად შეძრული ვარ და მიხარია, რომ ამ ოჯახს ოცნება აუსრულდა, უკვე ამ პატარებს თბილ ოთახში სძინავთ, გუშინ ვაკვირდებოდი ამ პატარებს და სიხარულით მევსებოდა გული იმათ ღიმილზე და გამოხედვაზე. სახელმწიფო ყოველთვის ზრუნავს ასეთ ოჯახებზე. მე კარგად მესმის, რომ ბევრი ადამიანი ახალ წელს გაჭირვებაში ხვდება! ვისურვებდი, რომ 2017 წელი მათთვის წინსვლისა და გაძლიერების წელი ყოფილიყოს! ეს ასეც იქნება! მინდა, ამ ადამიანებს განსაკუთრებულად მივულოცო ახალი წელი! მე მჯერა, რომ ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანობით, დასახული მიზნისკენ დაუღალავი სწრაფვით, მუხლჩაუხრელი შრომითა და ურთიერთ სიყვარულით, ჩვენ შევძლებთ, რომ უკეთეს პირობებში ვიცხოვროთ! მაშინ, როცა დემოკრატიული, გამჭვირვალე, ევროპული სახელმწიფო ხელისუფლებისა და ხალხის ერთობლივი ნებაა, მოვლენების სხვაგვარი განვითარება, შეუძლებელიც კია!

კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას ახალ, 2017 წელს! გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, მშვიდობას, დღეგრძელობასა და კეთილდღეობას!

Comments

comments

Related posts