You are here
loading...
მთავრობის კანცელარია 16 მეტრშიც ვერაფერს ხედავს? მთავარი საზოგადოება 

მთავრობის კანცელარია 16 მეტრშიც ვერაფერს ხედავს?

მიხეილ მუმლაძე
ა(ა)იპ „ჩვენი საქართველო“-ს
ლიდერი, პოლიციისა და იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი

-“მთავრობის კანცელარიის პირდაპირ ზუსტად 16 მეტრში და თანაც იქვე 4 მეტრში არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტია, ახლად აშენებული საცხოვრებელი სახლის І და ІІ სართულზე გაიხსნა სასტუმრო და წარწერები ინგლისურ ენაზე გაუკეთეს.
__ რამდენიმე წელია საქართველოში არავინ არაფერს არ აკონტროლებს,
__ არავინ არავის კანონის შესრულებას არ თხოვს;
__ არავინ არავის უსაქმურობისთვის არ სჯის, არ ხსნის, არ იჭერს;
ხომ შეიძლება გამოვიდეს ან კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი, ან ყოფილი პრემიერები ივანიშვილი და ღარიბაშვილი;
ანდა ძველი და ახალი პარლამენტის თავმჯდომარეები: უსუფაშვილი და ჩუგოშვილი და გვითხრან:
საქართველოში ყველაფერი ჩამოვშალეთ, ჯეჯელავაც იმიტომ გვყავს განათლების და მეცნიერების მინისტრად რომ ქართულ განათლებასაც მოვსპობთ და ქვეყანაში ყველაფერი თავისუფალი იქნება!
საბურთალოზე ტაშკენტის ქუჩაზე №37-ში რაღაც შემოღობილ შენობას რამდენიმე ადგილზე რაღაც წარწერები აქვს ირანულ ენაზე და მხოლოდ ერთ ადგილას რაღაცა აწერია ინგლისურად.
რა ხდება ეს თბილისშია საბურთალოზე თუ რადგან ტაშკენტის ქუჩაა შეიძლება ირანულადაც დაიწეროს? სხვაგანაც ბევრგანაა ირანული წარწერები, აფიშები და უნდა მოხდეს მათი აკრძალვა.
უნდა აიკრძალოს ასევე რა თქმა უნდა სხვა ენებზეც ყოველგვარი წარწერები, რადგან საქართველოს უმაღლესი კანონით კონსტიტუციით სახელმწიფო ენა არის ქართული. ყველა სახელმწიფო დაწესებულებაზე თუ კერძო ობიექტებზე წარწერები და საქმიანობა უნდა იყოს მხოლოდ ქართულ ენაზე და იქვე წარწერები მხოლოდ ინგლისურად.
კონსტიტუციაში ასევე წერია, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე და სამაჩაბლოში მათ დაუმატებიათ აფხაზურ და ოსურ ენებზე წარწერები.
არსად არ შეიძლება წარწერები ჩინურად, არაბულად, ირანულად, აზერბაიჯანულად, რუსულად, სომხურად, თურქულად თუ ინდურად და ჩეჩნურად.
რადგან ბევრი დამსვენებელი ჩადის ზაფხულობით ურეკში, ამიტომ იქ გზის მაჩვენებლებიც და სხვადასხვა რეკლამებიც გამოჩნდა სომხურ ენაზე.
ალბათ ეს საკითხები მოსაგვარებელია სამცხე-ჯავახეთშიც, გურიაშიც და ქვემო ქართლშიც! თუ საქმეს ვერ აკეთებენ გუბერნატორები და მინისტრები მაშინ მათ ადგილებზე უნდა დაინიშნოს საქმის გამკეთებელი გუბერნატორები და მინისტრები და არა უსაქმურები და კონსტიტუციისა და კანონების დამრღვევი.

Comments

comments

Related posts