You are here
loading...
“მთავრობის გეგმა საერთოდ არ მოიცავს ისეთ სფეროებს, რომელიც საზოგადოებისათვის  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია” მთავარი პოლიტიკა 

“მთავრობის გეგმა საერთოდ არ მოიცავს ისეთ სფეროებს, რომელიც საზოგადოებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”

  ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგიულ გეგმას უფლებადამცველი და საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე გიორგი თევზაძე ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს:

„საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი მიესალმება ქვეყნის ხელისუფლების ყველა აქტივობას, რომელიც მიმართულია ადამიანის უფლებების დაცვისკენ. ერთ–ერთ ასეთ დოკუმენტს წარმოადგენს საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა 2016-2017 წლებისათვის, რომელიც მოიცავს სფეროების მიერ პასუხისმგებელი სახელმწიფო სამსახურების მიერ განსახორციელებელი აქტივობებს. ეს დოკუმენტი მნიშვნლოვანია იმითაც, რომ ამ დოკუმენტით დგინდება სახელმწიფოს პრიორიტეტული სფეროები, რომლებშიც სახელმწიფოს გეგმავს შესაბამისი მოქმედებების განხორციელებას, თუმცა ეს გეგმა საერთოდ არ მოიცავს ისეთ სფეროებს, რომელიც საზოგადოებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ერთ–ერთი პირველი რიგის პრიორიტეტულ აქტივობებში უნდა მოიაზრებოდეს, ეს სფეროებია:

ბავშვთა, განსკუთრებით მიუსაფარ ბავშვთა უფლებები;

სოციალური უფლებები;

ვეტერანთა უფლებები;

გადასახადების გადამხდელთა უფლებები;

სამართლიანი მართლმსაჯულება და პროცესუალური უფლებები.

ასევე შესაბამისი შენიშვნები გვაქვს იმ ცალკეული აქტივობების მიმართ, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ კონკეტული სფეროების მიხედვით დადგენილია აქტივობების მიმართ.

საკითხზე ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი გეგმავს პრინციპულობის დაცვით, კონსტრუქციულ თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან ყველა იმ საკითხზე, რომელსაც ადვოკატთა პროფკავშირი მნიშვნელოვნად და საზოგადოებისთვის აქტუალურად მიიჩნევს.

საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი ასევე მიმართავს საზოგადოებას და დაინტერესებულ პირებს ადვოკატთა პროფკავშირში წარმოადგინონ წინადადებები ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე. ადვოკატთა პროფკავშირი ასევე კანონით დადგენილი წესით პერიოდულად გაასაჯაროვებს მიღწეულ შედეგებს.

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა დაინტერესდება აღნიშნული თემებით და შესაძლებელი გახდება საქართველოს მთავრობასთან ნაყოფიერი თანამშრომლობა ქვეყნისა და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან თემებზე“ – აღნიშნულია გიორგი თევზაძის გავრცელებულ განცხადებაში.

 

Comments

comments

Related posts