You are here
კალაძე ოპონენტებს პასუხობს – პოზიციები არ დაგვითმია! მთავარი პოლიტიკა 

კალაძე ოპონენტებს პასუხობს – პოზიციები არ დაგვითმია!

ენერგეტიკის მინიწტრი კახი კალაძე ოპონენტებს პასუხიბს და აცხადებს, რომ  საქართველოს “გაზპრომთან” მოლაპარაკებების დროს პოზიციები არ დაუთმია.

„ჩვენ დღეს ხელშეკრულება არ გვაქვს. მას 31 დეკემბერს გაუვიდა ვადა. თქვენ იცით, რომ მათი მოთხოვნა იყო გადავსულიყავით ფინანსურ ანაზღაურებაზე, როგორც ეს ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებში ხდება, ტრანზიტის საფასურის გადახდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვერ შევთანხმდებოდით, ჩვენ შეგვეძლებოდა გაგვეგრძელებინა ბუნებრივი აირის წამოღება არაკანონიერად, ანუ მოგვეპარა მილში გატარებული ბუნებრივი აირი. შემდეგ ამას მოჰყვებოდა სასამართლო დავა და ეს გაცილებით დიდი ზიანის მომტანი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის“-განაცხადა კახა კალაძემ.

Comments

comments

Related posts