You are here
“კალაძემ ფაქტიურად მიჰყიდა გაზპრომს გაზსადენი და საქართველოსთვის მავნებლური შეთანხმება გააფორმა” ეკონომიკა მთავარი 

“კალაძემ ფაქტიურად მიჰყიდა გაზპრომს გაზსადენი და საქართველოსთვის მავნებლური შეთანხმება გააფორმა”

  საქართველო ორწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და დაეთანხმა “გაზპრომის” მოთხოვნას გატარებული ბუნებრივი აირის სანაცვლოდ ნედლეულის ნაცვლად ფულადი ანაზრაურების მიღებას.

ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეკონომიკის ექსპერტი დავით ნებიერიძე გამოეხმაურა:

-„ბიძინამ ფაქტიურად მიყიდა გაზსადენი რუსებს.

ქართული მედია სივრცე მთლიანად ამოდებული აქვს იღლიაში ივანიშვილს. საკმარისია ნიუსების დალაგების რიგითობას გადახედოთ და მიხვდებით, რომ საბჭოთა კავშირამდე ბევრი არაფერი გვიკლია. 
1. პლანის ბუჩქები გირჩის ოფისში
2. მთავრობის სხდომაზე მთავარ თემად განიხილება პრობლემა, რომ ქართველ ბიჭებს ბორდელებში არ უშვებენ და დისკრიმინაცია უნდა აღმოვფხვრათო. 
3. გრეჩიხების მოდგმის სენტიმენტური გრძნობების განხილვა.
4.
5.
და ა.შ. და მხოლოდ ბოლოში, ისიც გაკვრით ახსენებენ, რომ კალაძემ ფაქტიურად მიჰყიდა გაზპრომს გაზსადენი და საქართველოსთვის მავნებლური შეთანხმება გააფორმა. ჰო და ვინც ცხვარივით სახლში ჯდომას აპირებთ უნდა იცოდეთ, რომ ძალიან მალე ვეღარც გაზის ფულს გადაიხდით და პურიც გაგიძვირდებათ“-წერს ნებიერიძე.

ჩვენ დავით ნებიერიძეს დავუკავშირდით და ვთხოვეთ განმარტება, თუ რას გულისხმობდა.

-კალაძემ ფაქტიურად მიჰყიდა გაზპრომს გაზსადენი და საქართველოსთვის მავნებლური შეთანხმება გააფორმა-რატომ თვლით ასე? იქნებ უფრო დააკონკრეტოთ, რას გულისხმობთ.

-დეტალებს არ ასაჯაროებენ და როგორ გავშალო?. ყველაზე კარგი ფასითაც კი იმის ნახევარ გაზის მოცულობას ვერ ვიყიდით, რაც გვრჩებოდა ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე. შესაბამისად ენერგობაზარზეც გაგვიძვირდება პროდუქტი და რაც კიდევ უფრო ცუდია – გაიზრდება საგარეო ვაჭრობის უარყოფითი სალდო. რაც ლარის გაუფასურების მთავარი ფუნდამენტური მიზეზია. იმიტომ, რომ ქვეყნიდან დამატებითი რაოდენობის უცხოური ვალუტა გავა იმ გაზის მოცულობის შესაძენად, რომელიც დაგვაკლდება ამ მოღალატეობრივი კონტრაქტის გაფორმების შედეგად. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ყველაზე საუკეთესო ფასის შემთხვევაშიც კი გაზპრომისგან მიღებული თანხა იმ გაზის მოცულობის ნახევრის შეძენასაც არ ეყოფა, რომელსაც აქამდე ვღებულობდით რუსული გაზის ტრანზიტში, ამიტომ ამ სხვაობის დასაფარავად ივანიშვილის ხელისუფლება კვლავ ჩვენ, მოქალაქეებს ჩაგვიძვრება ჯიბეში და ბოლო თეთრებსაც ამოგვაცლის.

 

 

Comments

comments

Related posts