You are here
„იცით რა შემეკითხა? სადაა ეს აფხაზეთი? რომელი რაიონია?..ამივარდა ტირილი…საშინელებაა!“ F-vews მთავარი 

„იცით რა შემეკითხა? სადაა ეს აფხაზეთი? რომელი რაიონია?..ამივარდა ტირილი…საშინელებაა!“

F-news

მარინა ნაჭყებია

დევნილი სოხუმიდან

ეს ხომ საშინელებაა…
აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა…
დამჭირდა რაღაც საბუთი, მივედი ერთ ერთ დაწესებულებაში, მთხოვეს პირადობა. რა თქმა უნდა ესეც ასე უნდა ყოფილიყო და არ გამკვირვებია. მივაწოდე პირადობა ძალიან ლამაზ გოგონას, სადღაც იქნებოდა 25-26 წლის. დააშტერდა პირადობას , სადაც ჩაწერის ადგილი წერია. (აფხაზეთი)უცებ დავიბენი და შევეკითხე…—რა იყო? რაიმე საეჭვო ხომ არაა…?

შემომხედა კარგად, დამათვალიერა საეჭვოდ, (ჩაწერის ადგილი, მისამართი აფხაზეთია) …ვითომ მის წინ იდგა ”აბრაგი”. იცით რა შემეკითხა? სადაა ეს აფხაზეთი? რომელი რაიონია? ამ შეკითხვას ნამდვილად არ ველოდი…ამივარდა ტირილი…სკამი მომაწოდა და წყალი. შემეცოდა გოგონა და იქით დავუწყე დაწყნარება…
რას ნიშნავს ეს? განა ახალ თაობას ვაბრალებ? არა…მამებმა დაიწყეს ომი და ვაჟკაცები დაიხოცნენ—დღეს უჭირთ ამ გმირების მოგონება. ეს ხდება იმიტომ, რომ დავიწყებას უნდა მიეცეს აფხაზეთი და სამაჩაბლო. და მას უამრავი აფხაზეთელი ”ბაბაიები” უჭერენ მხარს.

ახალგაზრდობას გავაგებიოთ, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა და ეს უნდა ისწავლებოდეს სკოლიდან, აჩვენონ მოწაფეებს გმირთა მოედანი…ახალ თაობას ამერიკა აინტერესებს და სექსუალურ ვიდეოებს უყურებენ და არა ჩვენი დროის ისტორიებს“

 

 

Comments

comments

Related posts