You are here
ვემხრობი! შიდსის დამარცხებას! მედიცინა მთავარი 

ვემხრობი! შიდსის დამარცხებას!

1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღნიშვნის ტრადიცია სათავეს გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან იღებს. 1987 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ეს დღე ოფიციალურად იქნა  გამოცხადებული შიდსის მსოფლიო მსოფლიო დღედ. დღეისათვის მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება ამ დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიება, რითაც აივ ინფიცირებულთა თემი, მთავრობები და სამოქალაქო სექტორი ცდილობს საზოგადოებას შეახსენოს შიდსის პრობლემის აქტუალობის და ამ მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების გაფართოვების აუცილებლობის შესახებ.

გაეროს შიდსის პროგრამის მიერ შიდსის მსოფლიო დღისათვის 2016წელსდაწყებული იქნა ახალი კამპანია„ვემხრობი!შიდსის დამარცხებას“(Hands Up For! #HIV) რაც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი მხარდაჭერის ფორმირებას აივ დადებითი და შიდსით დაავადებული ადამიანების მიმართ, ისევე როგორც შიდსის დამარცხებისათვის აუცილებელი ინტერვენციების გაფართოებას.

შიდსის დამარცხებისათვის აუცილებელი ინტერვენციები მოიცავს

 

  • მკურნალობას
  • პრევენციას
  • ტესტირებას
  • გამოვლენას
  • 0 დისკრიმინაციას
  • თანასწორობას
  • თემის ჩართულობას
  • ინვესტიციას
  • ხელმისაწვდომობას
  • ზიანის შემცირებას
  • უფლებას ჯანმრთელობაზე
  • განათლებას

აღნიშნული ინტერვენციების გატარების შედეგად შიდსის დამარცხების გზაზე მოსალოდნელია შემდეგი სახის შედეგები:

 2020 წლისთვის:

  • მკურნალობა 90-90-90, რაც გულისხმობს:

აივ ინფიცირებულთა 90%-მაიცის საკუთარი ინფიცირების შესახებ; 

აივ ინფიცირებულთა 90% იღებს არვ მკურნალობას;

მკურნალობაზე მყოფ აივ ინფიცირებულთა 90%-ში მიღწეულიააივ სუპრესია (სისხლში აივ ვირუსის ნულოვანი დონის შენარჩუნება) 

  • ყოველწლიურად გამოვლენილი შემთხვევბის რიცხვი სტაბილურად კლებულობს
  • აივ ინფიცირებულთათვის შექმნილია დისრკიმინაციისგან თავისუფალი გარემო

 საქართველოში აივ/შიდსის როგორც პრევენციული, ისე მკურნალობის პროგრამების დიდი ნაწილი ფინანსდება შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის მიერ. სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში უზრუნველყოფილია: სამედიცინო სერვისების მიწოდება, დედიდან ბავშვზე ინფექციის გადაცემის პრევენციისა და უსაფრთხო სისხლის პროგრამების განხორციელდება. 2015 წლიდან სახელმწიფომ უკვე თავის თავზე აიღო და განახორციელა არვ მკურნალობის პირველი რიგის მედიკამენტების შესყიდვა. 2016-2018 წლებში სახელმწიფოუზრუნველყოფს მნიშვნელოვანი თანხების მობილიზებას, რადგან გლობალური ფონდის დაფინანსება აღნიშნული პერიოდის შემდგომ შემცირდება.

აივ/შიდსის პრევენციისა და მკურნალობის პროგრამების მდგრადობა ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, რომლის გადაჭრა შესაძლებელია სახელმწიფოს და არასამთავრობო სექტორის ერთობლივი დიალოგისა და სტრატეგიული დაგეგმვის საფუძველზე.

 სტატისტიკა

აივ ინფექცია/შიდსი საქართველოში

2016 წლის 11 ნოემბრის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრში რეგისტრირებულია აივ-ით ინფიცირების 6,038 შემთხვევა.

საიდანაც4,486 მამაკაცია, 1,552 ქალი.

პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება.

შიდსი განუვითარდა 3,354 პაციენტს,

1184 გარდაიცვალა.

მაღალეფექტიან არვ მკურნალობაზე იმყოფება 3,550 პაციენტი, მათგან 401 აფხაზეთში.

ინფექციის გადაცემის გზებს შორის წამყვანია ნარკოტიკების ინექციური გზით მოხმარება (44.7%) და დაუცელი სქესობრივი კავშირები (52.4%), მათ შორის 8.8% ჰომოსექსუალური კავშირი.

აივ ინფექციის ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია ქ. თბილისში (2,058 შემთხვევა), შემდეგ მოდის სამეგრელო 809 შემთხვევით, იმერეთი 780 შეთხვევით და აჭარა 695 შემთხვევით.

შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი  ღონისძიებებს ჩამონათვალი

28ნოემბერი- 1დეკემბერი

უფასო ტესტირება აივ ინფექცია/შიდსზე და C ჰეპატიტზე

4 დღის განმავლობაში თბილისის მასშტაბით განხორციელდება აივ ინფექცია/შიდსზე და C ჰეპატიტზე უფასო ტესტირების აქცია. ტესტირება ჩატარდება მობილური ამბულატორიების მეშვეობით, შემდეგ ლოკაციებზე

–         28.11.2016

  • ვაჟა-ფშაველას გამზირი #33. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია.
  • გიორგი ცაბაძის ქუჩა – ბაზრობასა და სავაჭრო ხენტრ „კიდობანის“ მიმდებარე ტერიტორია.
  • მეტრო სადგური „ახმეტელის თეატრი“-ს მიმდებარე ტერიტორია.

–         29.11.2016

  • რაფაელ აგლაძის ქუჩა „ელიავას ბაზრობის“ მიმდებარე ტერიტორია;
  • „ლილო მოლი“-ს მიმდებარე ტერიტორია
  • ზვიად გამსახურდიას სახელობის მარჯვენა სანაპირო „იუსტიციის სახლის“ შესასვლელი;

–         30.11.2016

  • ჭავჭავაძის გამზირი #1. ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ცენტრალური შესასვლელი;
  • მეტროსადგური „რუსთაველი“-ს შესასვლელთან მდებარე მოედანი;
  • მეტროსადგური „ვარკეთილი“-ს მიმდებარე ტერიტორია;

–         01.12.2016

  • რუსთაველის გამზ.#29, სასტუმრო „ბილტმორ თბილისი“-ს შესასვლელთან მიმდებარე ტერიტორია
  • სიონის. შარდენის და ბამბის რიგის ქუჩების კვეთაზე არსებული მოედანი;

28 ნოემბერი

მედია სემინარი – სატელევიზიო, ბეჭდური და სოციალური მედიის წარმომადგენლებისათვის. სემინარის მიზანს წარმოადგენს, მედია საშუალებების წარმომადგენლებს მიეწოდოს კვალიფიციური ინფორმაცია აივ ინფექცია/შიდსის შესახებ, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის შესახებ, აივ დადებითი ადამიანების უფლებების შესახებ და აივ ინფექცია/შიდსის სფეროში ეთიკური საკითხების შესახებ.

მედია სემინარი ჩატარდება 28 ნოემბერს, 12:00 – 15:00 სთ-ში.

მისამართი: ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, მცირე საკონფერენციო დარბაზი, 1 სართული.               ასათიანის ქუჩა #9.

30 ნოემბერი

სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი – ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ აივ ინფექცია/შიდსის სფეროში მომუშავე არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციები. ფორუმის შედეგად მოსალოდნელია შემუშავდეს სამოქალაქო საზოგადოების ერთიანი პოზიცია აივ/შიდსის სფეროში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებთან დაკავშირებით.

ფორუმი ჩატარდება 30 ნოემბერს, 10:30 – 15:30 სთ-ში.

მისამართი: ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, საკონფერენციო დარბაზი, 2 სართული.               ასათიანის ქუჩა #9.

1 დეკემბერი

ეროვნული კონფერენცია – კონფერენციის ფარგლებში სიტყვებითა და მოხსენებებით გამოვლენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯაბმრთელობის ეროვნული ცენტრის, გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდის, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართება „წითელი ლენტის“ დაჯილდოების ცერემონია, რომლის ფარგლებში გადაეცემა ჯილდოები აივ/შიდსის სფეროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისათვის.

კონფერენცია გაიმართება 1 დეკემბერს, 10:30 – 13:00 სთ-ში.

მისამართი: სასტუმრო „ბილტმორ თბილისი“, რუსთაველის გამზ.#29

3 დეკემბერი

საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების აქცია“მე ვარ აივ დადებითი“აქციის მიზანს წარმოადგენს აივ დადებითი და შიდსით დაავადებული ადამიანების მიმართ სტიგმა/დისკრიმინაციის დონის შემცირება და საზოგადოებრივი მიმღებლობისა და მხარდაჭერის ამაღლება.

აქციის ფარგლებში მოეწყობა აივ დადებითი და ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

აივ დადებითი ადამიანების მიმართ საკუთარი მხარდაჭერის დაფიქსირების მიზნით აქციას შემოუერთდებიან ხელნაკეთი ნივთების დამამზადებელი სხვადასხვა ინდივიდები და კომპანიები.

აქცია იქნება გაფორმებული მუსიკალურად და განთავსებული იქნება კვების ობიექტები ე.წ. მოძრავი კაფეები.

აქციის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას დაურიგდებათ საინფორმაციო-საკომუნიკაციო მასალა აივ ინფექცია/შიდსის თემაზე, აქციის ფარგლებში ასევე ჩატარდება უფასო ტესტირება აივ/შიდსსა და C ჰეპატიტზე.

აქცია ჩატარდება 3 დეკემბერს, 15:00 – 18:00 სთ-ში.

მისამართი: სიონის, შარდენის და ბამბის რიგის ქუჩების კვეთაზე მდებარე მოედანი.

 

1 დეკემბრის – შიდსის მსოფლიო დღის ორგანიზატორები:

ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

ნარკოტიკების მომხმარებელთა სათემო ორგანიზაცია „ახალი ვექტორი“

სგგი და აივ პრევენციის სამუშაო ჯგუფი (PTF)

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM)

მსოფლიო ექიმები საფრანგეთი (MDM)

 ფორუმი ჩატარდება: .საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

ასათიანის .#9

 

Comments

comments

Related posts