You are here
loading...
ელისო კილაძე ხვალ 12 საათზე დაკითხვაზეა დაბარებული მთავარი საზოგადოება 

ელისო კილაძე ხვალ 12 საათზე დაკითხვაზეა დაბარებული

გაზეთ “ქრონიკა პლუსის” რედაქტორი  ელისო კილაძე ე.წ. ცოცხების კადრების საქმეზე ხვალ დაკითხვაზეა დაბარებული. ინფორმაციას ტავად ჟურნალისტი ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს:

-“გასული წლის 15 აგვისტოს გავავრცელე ე.წ.ცოცხების კადრების სრული ვერსია.
კაპიტანმა ეკა გიგაურმა და ამხ.უჩა ნანუაშვილმა პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართეს.
მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე ერთხელ უკვე ვიყავი.

კადრების წარმომავლობის თემა გარკვეულია.(ვლადიმერ ბედუკაძე)

ხვალ 12 სთ-ზე განმეორებით დაკითხვაზე ვარ დაბარებული.

რუსული სპეცსამსახურების 2012 წლის აფერა გაშიფრულია.ცხადზე ცხადია რომ ცოცხების სცენა დადგმულია !!!!

რომ ვიცოდე ხვალ ბრალს წამიყენებენ და დამიჭერენ-დღესაც იგივეს გავაკეთებდი-სრულ კადრებს მაინც გავავრცელებდი !!!!

ეს ბრძოლაა ჩვენი სამშობლოს მომავლისთვის და ამ ბრძოლას ჩვენ მოვიგებთ !!!

დაჭერა გინდათ-დამიჭირეთ -მზად ვარ !!!!!!

Comments

comments

Related posts