You are here
loading...
ელექტრომობილების მფლობელები არ გადაუხდიან „სიტი პარკს“ პარკირების საფასურს მთავარი საზოგადოება 

ელექტრომობილების მფლობელები არ გადაუხდიან „სიტი პარკს“ პარკირების საფასურს

პარკირების ადგილებზე მდგარი ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან სამეწარმეო საქმიანობის აკრძალვასთან დაკავშირებით დღეიდან მონიტორინგი იწყება.

ავტოპარკინგებზე ვაჭრობის დაფიქსირების შემთხვევაში, მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს გაფრთხილებას მისცემენ, რის შემდეგაც, უკანონო საქმიანობის გაგრძელების შემთხვევაში, მერიის წარმომადგენლები შესაბამისი ზომების მიღების მიზნით სამართალდამცველებს მიმართავენ.

ამ ცვლილებაზე უფრო დაწვრილებით სასაუბროდ თბილისის  საკრებულოს  “ქართული ოცნება –კონსერვატორების”  ფრაქციის  თავმჯდომარეს  დავით  უთმელიძეს  გავესაუბრეთ.

-თბილისში, პარკინგების ადგილებზე მდგარი მანქანებიდან სამეწარმეო საქმიანობა დედაქალაქის მთავრობის მიმართვის საფუძველზე საკრებულომ დაუშვებლად „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“№33-99დადგენილების მიღებითცნო, რომელიც მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა.

-ეს გასაგებია, მოდით უფრო იმაზე ვისაუბროთ თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება მერიამ, გამოიწვევს თუ არა ცვლილება  ამ ხალხის უკმაყოფილებას ?

-მე პირიქით მგონია, მთელი დღით ან თვეობით პარკინგზე მდგარი ავტომანქანა, რომლიც არ მოძრაობს და არ აძლევს საშუალებას სხვა მძღოლს დააპარკინგოს თავისი სატრანსპორტო საშუალება უფრო აღიზიანებს მოქალაქეებს.  უპირატეს მდგომარეობაში იყოს მხოლოდ იმიტომ, რომ  ის ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, არ არის მიზანშეწონილი,  ამ დროს უფლება- ყველამ ისარგებლოს გამოყოფილი პარკინგით იზღუდებოდა, ამ დადგენილებით , რაცეზ უნდა გამახვილდეს ყურადღება , ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები , რომლის ძრავას მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 -კვტ -ზე მეტია , გათავსუფლდა პარკირების საფასურის გადახდისგან ანუ ელექტრომობილების მფლობელები არ გადაუხდიან სიტი პარკს პარკირების საფასურს, რაც წახალისებაა ასეთი ავტომანქანების შემძენებისთვის, როგორც იცით, ასეთი სატრანსპორტო საშუალებები კი ზიანს არ აყენებენ ჩვენი ქალაქის ეკოლოგიას, ასე რომ მერიის მიერ გამოცემული ახალი კანონი სავსებით მისაღებია და დროულიც.

 

 

Comments

comments

Related posts