You are here
loading...
“დამოუკიდებლად იმისა, რას უზამს ახალი დირექტორი ჩემ პროექტს, ვფიქრობ, გაჩუმება არასწორია” F-vews მთავარი 

“დამოუკიდებლად იმისა, რას უზამს ახალი დირექტორი ჩემ პროექტს, ვფიქრობ, გაჩუმება არასწორია”

F-news

ირაკლი ტაბლიაშვილი

ჟურნალისტი, გადაცემა „ვექტორი“-ს წამყვანი

 ვასილ მაღლაფერიძეს დიდი ხანია ვიცნობ.
ბოლოს, რამდენადაც მახსოვს, აგვისტოში შევხვდით ერთმანეთს, შემთხვევით… მარტვილის კანიონზე.
არასოდეს, არც ერთ თემაზე ერთმანეთს არ დავპირისპირებივართ… ის ჩემი ერთ-ერთი პირველი რედაქტორი იყო – გაზეთ კავკასიონში 1995-96 წლებში ვმუშაობდი.

მოკლედ, არასოდეს არ გვქონია მცირე გაუგებრობაც კი.

დღეს მე საზ.მაუწყებელში ვმუშაობ… პროექტი მაქვს – ვექტორი.
არ ვიცი, რას დაუპირებს ახალი გენ.დირი ამ პროექტს… ანუ, მიხურავს თუ არა.

და ამის მიუხედავად, ასე მგონია, რომ ჩემი აზრის დაუფიქსირებლობა, ახლა დადუმება და ა.შ. ჩემგანვეა არასწორი.

დამოუკიდებლად იმისა, რას უზამს ახალი დირექტორი ჩემ პროექტს, ვფიქრობ, გაჩუმება არასწორია.

ჰოდა, შესაბამისად – ბორდის წევრებო, რიტორიკულად გკითხავთ – გჯერათ, რომ ჩვენ გვჯერა, რომ დამოუკიდებლად მიიღეთ გადაწყვეტილება?
გჯერათ, რომ ჩვენ გვჯერა, რომ სოციალ-დემოკრატმა მარინა მუსხელიშვილმა დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება?

რეალურად, ეს გადაწყვეტილება მიიღო პირადად ბიძინა ივანიშვილმა და დამოუკიდებლად იმისა, როგორი დირექტორი იქნება მაღლაფერიძე, უშუალოდ მაუწყებელში ყოველთვის იქნება განცდა, რომ ის მოიყვანეს, თანამშრომლებს თავზე დაასვეს და ა.შ.

არადა, კარგი პროექტები ჰქონდა მაუწყებელს და ახლაც აქვს. არადა, კარგი გეგმები ჰქონდა მაუწყებელს.

ჰოდა, კიდევ ერთხელ ვკითხულობ – რატომ მიიღეთ ეს, პოლიტიკურად ანგაჟირებული გადაწყვეტილება? რატომ კლავთ საზ.მაუწყებლის იდეას?.. რატომ ცდილობთ, რომ მაუწყებელი გახდეს დამოკიდებული და დამოკიდებული ხელისუფლებაზე?

ალბათ კვდება საზ.მაუს იდეა…
ვიქნები მე მაუწყებლის თანამშრომელი თუ არა, ეს იდეა ალბათ მაინც კვდება.
და ის იოტისოდენა შანსიც კი, რომელიც არსებობდა, ალბათ აღარ იარსებებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

Comments

comments

Related posts