You are here
loading...
გათავისუფლებული სამხედროები და უფლებადამცველები თავდაცვის სამინისტროს ოპტიმიზაციაზე მთავარი სამხედრო საქმე 

გათავისუფლებული სამხედროები და უფლებადამცველები თავდაცვის სამინისტროს ოპტიმიზაციაზე

   თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციიდან 100-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს. გათავისუფლებულები აცხადებენ, რომ სამსახურიდან ისინი შტატების შემცირების გამო გაუშვეს. ინფორმაციას ადასტურებს გენშტაბის ხელმძღვანელის მოადგილე შალვა ჯაბახიძე. მისი თქმით, გათავისუფლება მთავრობის გადაწყვეტილებას არ უკავშირდება და ეს უწყების ხედვა იყო.

”ჩვენი მიზანია, რომ სამხედრო პოლიციის ბატალიონები იყვნენ გასამხედროებული ქვედანაყოფები, სადაც იმსახურებენ არანაკლებ ერთკონტრაქტავლილი სამედროები და ოფიცრებიც, რომლებსაც აქვთ ძირითადად სამხედრო განათლება მიღებული და სამხედრო პოლიციის მიმართულებითაც არიან განვითარებული. ეს იყო მიზეზი მათი გათავისუფლების. ამ ფორმით არ დარჩება სამხედრო ბატალიონები. ვაპირებთ მათ ოპტიმიზაციას. ერთ-ერთი მიზეზი არის გაბერილი შტატები”- აცხადევს ჯაბახიძე
”იმედთან“ საუბარში.

ჯაბახაძის მოსაზრებას არ ეთანხმება დღეს სამსახურიდან უკვე მეორედ დათხოვილი თადარიგის სერჟანტი, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის  მონაწილე, ვეტერანი მალხაზ გოქაძე და ამბობს, რომ ისეთი კადრები დატოვეს, რომელბსაც შეხებაც კი არ ჰქონიათ ჯართან და არც სავალდებულო სამსახური აქვთ გავლილი.

-მოგახსენებთ თავდაცვის სამინისტროს ოპტიმიზაციურ ხედვას!! გაუშვათ სახლებში „სამსახურიდან ომებგამოვლილი ნატანჯი, ნაწვალები, ტრამვირებული, ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები! რომლებიც დასაქმებულნი არიან სამოქალაქო შტატებით თავდაცვის უწყებაში და დავტოვოთ სამსახურებში სამუშაოს გასაგრძელებლად: ყოფილი მუსიკოსები, ყოფილი მეკურდღლეები,სხეულის სხვადასხვა გამოსახულებების მძერწავები, მძრეველები, ყოფილი საყვარლები, ყოფილი მოქანდაკეები,ყოფილი მწყემსები, მთლელები, მოციგავეები, ყოფილი ნადზორები, მეზობლები, მამიდაშვილები, ჯგუფელები ბიძაშვილები და სხვანი და სხვანი რომლებსაც ჯართან საერთო არ ჰქონიათ არასდროს, ზოგს კი სავალდებულო ჯარიც კი არ აქვს გავლილი და რომლებიც ჯდებიან მოცემულ სტანდარტებში!“

 თავდაცვის სამინისრტოში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება არასამთავრობო ორგანიზაცია -„ახალი თაობა – დემოკრატიული საქართველო“-ს ხელმძღვანელი, ნატალია ხოხიაშვილიც.

-„“საშინელებაა ის, რაც თავდაცვის სამინისტროში ხდება (საუბარია შემცირებებზე). გასაგებია ოპტიმიზაცია, მაგრამ კეთილი ინებონ,  საკუთარ კეთილდღეობაზე თქვან უარი და დასაქმებულ ხალხს თავი დაანებონ. ზოგადად მივესალმები ოპტიმიზაციას, მაგრამ მარტო ქვედა ფენებს არ უნდა შეეხოს კრიზისი. სამინისტროების ოპტიმიზაციას დაგვპირდა ხელისუფლება, მაგრამ ჯერ ესეც ვერ ვიხილეთ. მარტო ერთი – დიასპორების სამინისტრო გაუქმდა. სირცხვილია, დასაქმებას ჰპირდებოდნენ ხალხს, მაგრამ რეალურად, უმუშევართა რიცხვი იზრდება.
ერთადერთი, რასაც ხელისუფლებამ მიაღწია, უმუშევართა რიცხვის და ლარის კურსის ზრდაა.
სირცხვილია, სირცხვილი!”-აცხადებს ხოხიაშვლი.

ჯარისკაცებს დახმარებას სთავაზობს „უფლებადამცვეთა სახლის“ ხელმძღვანელი მამუკა ტუსკაძე.

-„უფლებადამცველთა სახლი“ სოციალურად დაუცველთა, მართლმსაჯულების ხარვეზების აღმოფხვრის კუთხით მუშაობს,ასევე ჯარისკაცთა უფლებებსაც ვიცავთ. უკვე უამრავმა ჯარისკაცმა მოგვმართა მათი უფლებების დაღვევის გამო. ჩვენ დავიცავთ არა მარტო ჯარისკაცებს, არამედ ყველა  უფლებადარღვეულ სამხედრო  პირის უფლებებს. „უფლებადამცველთა სახლმა“ახლო კონტაქტები დაამყარა  გერმანიის თავდაცვის სამინისტროსთან. მიწვეული ვართ  მემორანდუმის გასაფორმებლად.

რაც შეეხება ახალ გენშტაბის უფროსს, ჩაჩიბაიას,  ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებადამცველთა სახლი  მონიტორინგს გაუწვეს  მის მუშაობას.  თუ რაიმე დარღვევები იქნება ჯარისკაცების, თუ სხვა სამხედრო  პირის მიმართ, ამაზე მკაცრ რეაგირებას მოვახდენთ. მოვუწოდებ,  ჩაჩიბაიას, მოვუწოდებ მინისტრ იზორიას ითანამშრომლოს არასამთავრობო სექტორთან და  უფლებადარღვეული სამხედოების  საქმეებს გაეცნონ, განიხილონ და  მისცენ მას სწორი სამართლებრივი შეფასება“-აცხადებს ტუსკაძე.

  

 

 

Comments

comments

Related posts