You are here
loading...
“გაზპრომ-ექსპორტთან” ხელშეკრულების გაფორმებაზე გადაწყვეტილება მიღებულია მთავარი პოლიტიკა 

“გაზპრომ-ექსპორტთან” ხელშეკრულების გაფორმებაზე გადაწყვეტილება მიღებულია

 „გაზპრომ ექსპორტის“ მოთხოვნა განიხილეს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე და როგორც ცნობილია, მიიღეს გადაწყვეტილება “გაზპრომ-ექსპორტთან” ხელშეკრულების გაფორმების შესახებ. საქმე ეხება საქართველოს გავლით სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურს.

საქართველო ორწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და დაეთანხმა “გაზპრომის” მოთხოვნას გატარებული ბუნებრივი აირის სანაცვლოდ ნედლეულის ნაცვლად ფულადი ანაზრაურების მიღებას.

“ამ ხელშეკრულებით საქართველოს დამოკიდებულება რუსეთის ენერგო მატარებლებზე არ იზრდება. იცვლება მხოლოდ გადახდის ფორმა, რაც გულისხმობს ნედლეულით ანაზღაურების ნაცვლად, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას.

რაც შეეხება საქართველოსთვის გადასახდელ ტრანზიტის საფასურს ეს იქნება ერთ ერთი ყველაზე მაღალი ევროპის ქვეყნებს შორის. ასევე, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, სეზონური დედიციტის დასაკმაყოფილებლად მივიღოთ ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობა შემცირებული ფასით. ხეშეკრულება არის მოკლევადიანი. ორი წლის ვადით, თუმცა პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომ გაგრძელდება ფულადი ანაზღაურებით ანგარშსწორება საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად” – განმარტა კახი კალაძემ.

Comments

comments

Related posts