You are here
აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების სურათები საპატიო სტენდიდან მოხსნეს! მთავარი სამხედრო საქმე 

აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების სურათები საპატიო სტენდიდან მოხსნეს!

სამხედრო ბლოგერმა, შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერმა , არასამთავრობო ორგანიზაცია ,,უფლებადამცველთა სახლის” სამხედრო მიმართულებათა საკითხების განყოფილების უფროსმა დავით ნემსაძემ დღეს განაცხადა, რომ ნიკოლოზ ჯანჯღავამ აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების სურათები ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს ფოიეში  მდებარე  საპატიო სტენდიდან ჩამოახსნევია და სარდაფში ჩაყარა. მან იქვე აღნიშნა, რომ ამ ფაქტის ამსახველ ფოტოს მოგვიანებით მიაწვდიდა საზოგადოებას.

იხ. ლინკი

http://www.geomediatv.ge/%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ab%e1%83%94-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%95%e1%83%94%e1%83%a2/

 ახლა კი ნემსაძე დაპირებას ასრულებს და ფოტოს ასაჯროვებს, აქვე აანონსებს რომ სულ მალე ნიკოლოზ ჯანჯღავას გათავისუფლების მოთხოვნით პეტიცია გავრცელდება.

დავით ნემსაძე

შეპირებისამებრ გთავაზობთ დღევანდელი გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილი ნიკოლოზ ჯანჯღავას მიერ სარდაფში ჩაყრილი აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების სურათებს, რომლებიც მისი ბრძანებით საპატიო სტენდიდან მოხსნეს!

ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო თავდაცვის მინისტრო!

მოგვაშორეთ ეს ქვაზე გაპიარებული ქმნილება. რასაც სურათზე ხედავთ ეს არის ვანდალიზმი!

ვეტერანებო, თადარიგის ოფიცრებო, დაღუპული გმირების ოჯახის წევრებო- ჯანჯღავამ ამ საქციელით გვითხრა ,,ყველა, ვინც სამშობლოსთვის დაეცემა სარდაბში ჩავყრი“-ო, მისთვის პატრიოტიზმის ადგილი სარდაფშია. ვინც ჯანჯღავას აწინაურებს ანუ (ჩაჩიბაია), ის ქართულ ჯარს ეუბნება ,,აჰა, იხილეთ კაცი მისაბაძ მაგალითად“ . ჯარი დაფუძვნებულია მაგალითის მიცემაზე, ავტორიტეტზე, სამართლიანობაზე და უპირველესად პატრიოტიზმზე, ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მმართველობაში ასეთი იდეოლოგიური მაგალითის მიმცემი გვყავდეს, ამიტომ გაათავისუფლეთ ჯანჯღავა და მისი დამწინაურებელიც მიაყოლეთ უკან.

ჩვენ გავავრცელებთ პეტიციას და გამოვიჩენთ სამოქალაქო აქტივობებს, ეს ჩვენი ვალია საქართველოს წინაშე .

P.S. საზოგადოებას დიდი მოთმინება აქვს და დიდი მეხსიერებიის უნარიც……

 

Comments

comments

Related posts