You are here
ადამიანს, რომელიც პატივს არ სცემს გმირულად დაცემულ ბიჭებს, არაფერი ესაქმება გენშტაბში! მთავარი სამხედრო საქმე 

ადამიანს, რომელიც პატივს არ სცემს გმირულად დაცემულ ბიჭებს, არაფერი ესაქმება გენშტაბში!

სააგენტოზე გამოქვეყნებულ მასალას “ნემსაძე: გარდაცვლილი ვეტერანების შეურაცხმყოფელი ჯანჯღავა დღეს ეროვნულ გვარდიას დაბადების დღეს მიულოცავს!!!

იხ. ლინკი

http://www.geomediatv.ge/%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ab%e1%83%94-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%95%e1%83%94%e1%83%a2/

უკვე უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. ამ წუთებში მასალაში დასმულ საკითხს აფხაზეთის ომის ვეტერანი, ტამიშის ბრძოლის მონაწილე, პოლიტპატიმარი მიხეილ ცილიკიშვილ გამოეხმაურა.

-„დაღუპული ბიჭების სურათების გენშტაბიდან გარეთ გადმოყრა, რა თქმა უნდა ვანდალიზმი და ისტორიის უპატივცემულობა იყო, რის გამოც ვეტერანებმა საშიმშილო აქციაც გავმართეთ, დაგვარბიეს და ჯანჯღავას არც მაშინ ამოუღია ხმა!

ადამიანს,  რომელიც პატივს არ სცემს ისტორიას, პატივს არ სცემს ამავე ისტორიის დამცველ ვეტერანებს და ამავე ისტორიის დასაცავად გმირულად დაცემულ ბიჭებს, არაფერი ესაქმება გენშტაბში! და არა მარტო გენშტაბში,  არამედ მთლიან შეიარაღებულ ჯარებში!“-აცხადებს ცილიკიშვილი.

Comments

comments

Related posts