ნათლისღების მადლი გფარავდეთ!-გილოცავთ! ბლოგი მთავარი 

ნათლისღების მადლი გფარავდეთ!-გილოცავთ!

ნათლისღება – ეს არის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანიაში სიმდაბლით იოანე ნათლისმცემლისგან ნათელიღო და წყალი ხრწნილებისაგან განწმიდა, რათა მის მიერ ცოდვათა მოტევება მოენიჭებინა ჩვენთვის. მაცხოვარმა თვითონ კი არ მიიღო სიწმიდე ან, როგორც უცოდველი, განწმედას კი არ საჭიროებდა, არამედ ნათელიღო ჩვენი შეწევნისათვის, შემუსრა ეშმაკი და განწმედილი წყლით ჩვენი უსჯულოება განბანა. ნათლისღებისას სულიწმიდის საიდუმლო მოქმედებით ქრისტიანი ქრისტეს სხეულს, ეკლესიას უერთდება. საიდუმლო კი მადლის უხილავ მოქმედებაში მდგომარეობს: წყალი სხეულს განწმენდს, სულიწმიდა კი გონებისათვის მიუწვდომლად თვით სულს განბანს. განა ეს საკვირველია? – უბრალო მაგალითი მოვიშველიოთ: როცა ცეცხლი რკინის სიზრქეში შედის, ყველაფერი…

Read More
სულიწმიდის მადლი ფარავდეს ჩვენს სამშობლოს და თითოეულ თქვენთაგანს მთავარი საზოგადოება 

სულიწმიდის მადლი ფარავდეს ჩვენს სამშობლოს და თითოეულ თქვენთაგანს

ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ბარბაქაძე სრულიად საქართველოს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს. ნათლისღება ერთ-ერთი უმთავრესი ქრისტიანული დღესასწაულია, დღე, როცა სამება გაცხადდა. ნათლისღება მართლმადიდებელი ადამიანისთვის ერთ-ერთი უდიდესი დღეა. ამ დღეს იოანე ნათლსიმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. ნათლისღების დღესასწაულზე და მის წინა დღეს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სრულდება წყალკურთხევა დიდი აიაზმის წესით და ნაკურთხი წყალი ურიგდებათ მორწმუნეებს. ამ წყალს უფლის მიერ კურთხეული იორდანის მადლი ეძლევა და, ჩვეულებრივი წყლისგან განსხვავებით, არ იხრწნება. განვიწმინდოთ სული ჩვენი და მივიღოთ საუკუნო სიკეთე, რომლისაცა ღირს-ვიქმნეთ ყოველნი მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი. სრულიად საქართველოს გილოცავთ ნათლისღების ბრწყინვალე…

Read More
საჩუქარი საქართველოდან სტოკჰოლმის ქართულ ბიბლიოთეკას ემიგრანტები მთავარი 

საჩუქარი საქართველოდან სტოკჰოლმის ქართულ ბიბლიოთეკას

2016 წლის 3 დეკემბერს სტოკჰოლმში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა. იხ. ლინკი http://www.geomediatv.ge/%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d-%e1%83%93%e1%83%98%e1%83%93-%e1%83%a8%e1%83%95/ ამ დღეებში ბიბლიოთეკამ საქართველოდან საჩუქრად ქართული წიგნები მიიღო. ორგანიზაცია დეიზის და ბიბლიოთეკის გამგეობა მადლობას უხდის პოეტს ლუარა ჭანტურიას და საქართველოს ქალთა საბჭოს ქართული ბიბლიოთეკის შევსებასა და გამრავალფეროვნებაზე. -„უღრმესი მადლობა საბავშვო პოეტს, ქალბატონ ლუარა ჭანტურიას და საქართველოს ქალთა საბჭოს, განსაკუთრებით ქალბატონ ქეთევან გაბრუაშვილს, რომ კვლავაც აგრძელებენ ზრუნვას სტოკჰოლმის ქართული ბიბლიოთეკის შევსებასა და გამრავალფეროვნებაზე. ქალბატონმა ლუარამ საკუთარი ლექსების რამდენიმე კრებული საჩუქრად გამოუგზავნა ჩვენს ნორჩ თანამემამულეებს. ამით პატარა ემიგრანტებს საშუალება ექნებათ მშობლიურ ენაზე იკითხონ ლექსები“-აცხადებს სტოკჰოლმში საქართველოს ქალთა საბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ქეთევან…

Read More
„მაქვს ამბიცია, ჩემი ლაგოდეხი იყოს საუკეთესო და მასზე ახალგაზრდები წინა თაობასთან ერთად ზრუნავდნენ“ მთავარი რეგიონი 

„მაქვს ამბიცია, ჩემი ლაგოდეხი იყოს საუკეთესო და მასზე ახალგაზრდები წინა თაობასთან ერთად ზრუნავდნენ“

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გოდერძი ბარბაქაძის ინიციატივით, საკრებულოს წევრ შოთა კურტანიძესთან, სპორტისა და ახალგაზრდული სამსახურის და შ.პ.ს ,,კეთილმოწყობის” სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ,,კაბლის” ბაზრის მიმდებარე ტერიტორის დასუფთავების აქცია გაიმართა. საკრებულოს თავმჯდომარემ ახალგაზრდებთან ერთად პირადად ჩაება აქციაში და  შემდეგ მეგობრულად გაესაუბრა. „თითოეული ჩვენგანის ვალია ვიზრუნოთ ჩვენს რაიონზე და შემავალ სოფლებზე, მის განვითარებასა და უკეთეს მომავალზე. ჩვენ უნდა მივცეთ მაგალითი ჩვენს შვილებს, გავუფრთხილდნენ გარემოს, ეზოს, ქუჩას, სოფელს, ქალაქს და ქვეყანას. მე მაქვს ამბიცია, ჩემი ლაგოდეხი იყოს ქვეყანაში ყველაზე სუფთა და მოვლილი და მასზე ჩემი თანაქალაქელები თავად ზრუნავდნენ. მოგიწოდებთ ახალგაზრდებს გამოიჩინოთ ინიციატივა, შემოგვთავაზოთ აქციები,…

Read More
კალაძე: ენერგოდამოკიდებულება არც ერთი %-ით არ გაზრდილა! (ვიდეო) მთავარი პოლიტიკა 

კალაძე: ენერგოდამოკიდებულება არც ერთი %-ით არ გაზრდილა! (ვიდეო)

კახი კალაძე “გაზპრომთან” მიღწეულ შეთანხმებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ენერგოდამოკიდებულება არ გაზრდილა.

Read More
კანცელარიასთან აქციის „არა გაზპრომს“ მონაწილეები იკრიბებიან მთავარი საზოგადოება 

კანცელარიასთან აქციის „არა გაზპრომს“ მონაწილეები იკრიბებიან

მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის „არა გაზპრომს!“ მონაწილეები იკრიბებიან. ისინი „გაზპრომთან“ ხელშეკრულების დეტალების გასაჯაროვებას მოითხოვენ. -„საქართველოს მთავრობა გაზპრომის მოთხოვნას თანხმდება – იმას, რაც ბიძინა ივანიშვილმა გასულ წელს ვერ შეძლო ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგობის გამო, წელს დამდგარ ფაქტად გვასაღებენ. შეთანხმებით, რომლის ხელმოწერაც უახლოეს პერიოდში იგეგმება, გაზსადენის მეშვეობით გატარებული ბუნებრივი აირის საფასურს ქვეყანა ყველაზე არასანდო პარტნიორისგან ფულადი სახით მიიღებს. ეს წამგებიან მდგომარეობაში გვაყენებს – არსებული ხელშეკრულება საქართველოსთვის გაცილებით ხელსაყრელია. გავაგონოთ მთავრობას ჩვენი ხმა და არ მივცეთ საშუალება, დათანხმდეს საქართველოსთვის წამგებიან წინადადებას“-აცხადებენ აქციის მონაწილეები. კანცელარიასთან რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაა გაერთიანებული.

Read More
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის კანდიდატურად პრემიერმა ზურაბ პოლოლიკაშვილი დაასახელა მთავარი პოლიტიკა 

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის კანდიდატურად პრემიერმა ზურაბ პოლოლიკაშვილი დაასახელა

პრემიერ-მინისტრი 2017 წლის „ტურიზმის მდგრადი განვითარების საერთაშორისო წლად” გამოცხადებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა -“საქართველო, ეს ევროპული ქვეყანა, რომლის მოსახლეობაც 3.5 მილიონი ადამიანია, ყოველწლიურად 6.4 მილიონ სტუმარს მასპინძლობს; ტურიზმის ზრდის მაჩვენებელი წელიწადში 20%-ს შეადგენს; ამდენად, ჩვენმა სახელმწიფომ გადაწყვიტა, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოზიციაზე დაესახელებინა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასა და ესპანეთში საქართველოს ელჩის, ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა; დარწმუნებული ვარ, არჩევის შემთხვევაში, ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი ნამდვილად ღირსეული მემკვიდრე იქნება და შეძლებს ამ პასუხისმგებლობის თავის თავზე აღებას, – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 2017 წლის „ტურიზმის მდგრადი განვითარების საერთაშორისო წლად” გამოცხადებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა….

Read More
გიორგი თევზაძე კახი კალაძისგან პასუხს სასწრაფოდ მოითხოვს მთავარი პოლიტიკა 

გიორგი თევზაძე კახი კალაძისგან პასუხს სასწრაფოდ მოითხოვს

უფლებადამცველმა და საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის  თავმჯდომარემ გიორგი თევზაძემ, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს წერილი გაუგზავნა და „გაზპრომთან“ დადებულიხელშეკრულების ირგვლივ კითხვებზე პასუხს ითხოვს. -მედიის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით, შეიცვალა კომპანაი „გაზპრომთან მოქმედი ხელშეკრულების პირობები სომხეთში მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ტრანზიტის საფასური. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკვე წლებია მოქმედებს ტრანზიტის ხელშეკრულება. გაზპრომის მხრიდან იყო საუბარი, რომ მოხდეს ფინანსურ ანაზღაურებაზე გადასვლა. გატარების საფასურს დღეს საქართველობუნებრივი აირის სახით იღებს, რომელიც მთლიანი მოცულობის 10 %-ია. ამასთანავე მედიით გავრცელებული ინფორმაციით შეიცვალა „გაზპრომთან“ ბუნებრივი გაზის ტრანზიტის პირობები და საქართველო „გაზპრომისგან“ მიიღებს ფულად ანაზღაურებას. ბრიფინგზე თქვენ განაცხადეთ, რომ საქართველო მიიღებს…

Read More
“რიყის მილები, შუშის ხიდი… გავიხედ–გამოვიხედოთ, ვის უდგას შუშის დიდი სასახლე?” F-vews მთავარი 

“რიყის მილები, შუშის ხიდი… გავიხედ–გამოვიხედოთ, ვის უდგას შუშის დიდი სასახლე?”

F-news ზვიად ტომარაძე რამდენს ვაკრიტიკებდით მიშას თბილისის იერსახის დამახინჯების გამო, ან ეს შუშა ასე რამ მოაწონა, ყველა შენობა მინისგან რომ არის დამშვენებულითქო. თურმე რიყის მილები, შუშის ხიდი, უმისამართო ველოსიპედი, გმირთა მოედნის სვეტი და სხვა მიშას კი არა, “დამკვეთის” გემოვნება ყოფილა… მიშასი თუ იყო, მაშ დღემდე რატომ არ აიღეს? თუ კარგად დავფიქრდებით და გავიხსენებთ ვინ იყო ნაციონალების პროექტების მთავარი დამფინანსებელი, პასუხიც გვექნება. აბა კარგად გავიხედ–გამოვიხედოთ, ვის უდგას შუშის დიდი სასახლე? ვინ აშენებს პანორამა თბილისის შუშებიან შენობებს? ვის სასახლეს ამშვენებს “უმისამართო ველოსიპედის” მსგავსი თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები? P.S. 2017 წლის 20 მაისს, “Aerosmith”-ის…

Read More
ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითხოვს მთავარი პოლიტიკა 

ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითხოვს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ირმა ინაშვილი არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიები იმ საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის პლენარული სხდომის კენჭისყრაზე დაყენებას ითხოვენ, რომელიც მე-8 მოწვევის პარლამენტში არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით კომიტეტის სხდომებზე იქნა განხილული. კონსტიტუციური კანონის პროექტი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითვალისწინებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრეს დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის საინიციატივო ჯგუფის და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ირმა ინაშვილთან გამართულ შეხვედრაზე. როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ისინი არ აპირებენ საკითხის უკან გაწვევას. ირმა ინაშვილის ინფორმაციით, ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილი ითხოვს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას. „ხელისუფლება ცდილობს…

Read More